მურჯახეთის ბრძოლა

მურჯახეთის ბრძოლა — ბრძოლა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ისა და სამცხის ათაბაგის ყვარყვარე III-ის ლაშქარს შორის. გაიმართა 1535 წლის 12 აგვისტოს.[1] ოსმალთა გავლენის დამყარება სამცხე-საათაბაგოში დიდ საფრთხეს უქმნიდა დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობას. სეპარატისტული მიზნების გამო ოსმალებს მხარს უჭერდა ათაბაგი ყვარყვარე III. ასეთი ვითარება ამწვავებდა ურთიერთობას იმერეთის სამეფოსა და სამცხე-საათაბაგოს შორის. ბაგრატ III-მ ოდიშისა და გურიის სამთავროს ლაშქართან ერთად სამცხე-საათაბაგოს დასამორჩილებლად გაილაშქრა. ბრძოლა მოხდა სოფ. მურჯახეთთან (ახალქალაქის რაიონი). მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატ III-მ გაიმარჯვა და სამცხე-საათაბაგო იმერეთის სამეფოს შეუერთა. ჭანეთი და აჭარა როსტომ გურიელს გადაეცა. თვით ყვარყვარე III დაატყვევეს და შემდეგში ტყვეობაში გარდაიცვალა. ამ დროიდან 1545-მდე სამცხე-საათაბაგო იმერეთის სამეფოში შედიოდა. მურჯახეთის ბრძოლის შემდეგ ოსმალეთი უფრო აგრესიული გახდა დასავლეთ საქართველოს მიმართ (სოხოისტის ბრძოლა 1545).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. III — საქართველოს ისტორია XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L, გვ. 161. ISBN 978-9941-19-586-0.