ყვარყვარე III
(გადამისამართდა გვერდიდან ყვარყვარე III ჯაყელი)
ყვარყვარე III ჯაყელი (გ. 1535) — სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1518-1535, ქაიხოსრო I-ის ძე. ათაბაგ მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთს შეეცილდნენ ტახტს მზეჭაბუკის ძმა მანუჩარ და ძმისშვილი ყვარყვარე III. თავდაპირველად მანუჩარის მომხრე თავადებმა ყვარყვარე III დაამარცხეს, მაგრამ ირანის შაჰის დახმარებით ათაბაგობა ყვარყვარე III-მ ჩაიგდო. საათაბაგო სპარსეთის ვასალი გახდა. მალე ყვარყვარე III შაჰ ისმაილ I-ის მეთაურობით შედგენილ ანტიოსმალურ კოალიციას შეუერთდა. თურქები დიდ ზიანს აყენებდნენ ქვეყნის და განსაკუთრებით მის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონს. 1535 იმერეთის მეფემ ბაგრატ III-მ სამცხე-საათაბაგოში ამ ბრძოლის შედეგად საათაბაგო გააუქმა, სამცხე-საათაბაგოს უდიდესი ნაწილი იმერეთს შეუერთდა, ხოლო ჯავახეთი — ქართლის სამეფოს.
ყვარყვარე III | |
---|---|
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1518 |
მმართ. დასასრული: | 1535 |
წინამორბედი: | მანუჩარ I |
მემკვიდრე: | ქაიხოსრო II |
გარდ. თარიღი: | 1535 |
შვილები: | ქაიხოსრო II |
დინასტია: | ჯაყელები |
მამა: | ქაიხოსრო I |
ხელმოწერა: |
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 638.
წინამორბედი: მანუჩარ I |
სამცხის ათაბაგი 1518 - 1535 |
შემდეგი: ქაიხოსრო II |