ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ „ახალქალაქის მუნიციპალიტეტი“[4] (ს/ნ. 223366122; რეგ. თარიღი — 19 დეკემბერი, 2006) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ახალქალაქი.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ახალქალაქი | ||||
კოორდინატები | 41°24′20″ ჩ. გ. 43°29′10″ ა. გ. / 41.40556° ჩ. გ. 43.48611° ა. გ. | ||||
მერი | მელქონ მაკარიანი | ||||
ფართობი | 1235 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა |
![]() | ||||
სიმჭიდროვე | 36,5 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 92,9 % ქართველები 6,8 %[2] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
გრიგორიანები 78,8 % კათოლიკეები 11,7 % მართლმადიდებლები 5,7 % მუსლიმები 1,9 %[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | (362) | ||||
საფოსტო ინდექსი | 0700–0799 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.akhalkalaki.ge/ | ||||
| |||||
ისტორია რედაქტირება
მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში შედიოდა, 1921-30 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოს ახალქალაქის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.
ბუნება რედაქტირება
მუნიციპლალიტეტი მდებარეობს ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, რომლის სიმაღლე 1500-დან 3300 მ-მდე მერყეობს. პლატოს ზედაპირი ტალღობრივი ვაკეა, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია სამსრის ქედი (უმაღლესი მწვერვალი მთა დიდი აბული — 3301 მ). ტერიტორია — 1235 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 990 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ფარავანი, ჭობარეთი, ბარალეთისწყალი. ტბებიდან აღსანიშნავია კარწახის ტბა, ვაჩიანის ტბა, მრუდე ტბა.
მუნიციპალიტეტში მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული: ვულკანური წიდა (სოფელი ზაკვი), პემზა (სოფლები სულდა და ოკამი) და პერლიტი (სოფელი სულდა).
მოსახლეობა რედაქტირება
აღწერის მონაცემები რედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 69 256 |
2002 | 60 486 |
2014 | 45 070 |
2021[5] | 41 000 |
ადგილობრივი თვითმმართველობა რედაქტირება
ადმინისტრაციული ერთეულები რედაქტირება
მუნიციპალიტეტში 65 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 64 სოფელი. ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო. მმართველობის ტერიტორიული ერთეულებია:
- 1 ქალაქი — ახალქალაქი
- 15 თემი — აზავრეთი, ალასტანი, არაგვა, ბარალეთი, გოგაშენი, ვაჩიანი, ზაკვი, კარტიკამი, კარწახი, კოჭიო, კუმურდო, ოკამი, სულდა, ხავეთი, ხოსპიო.
- 6 სოფელი — დილისკა, კოთელია, პტენა, ტურცხი, ჩუნჩხა, ხანდო.
საკრებულო რედაქტირება
პარტია | 2017[6] | 2021[7] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 31 | 37 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 1 | 2 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 5 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავისუფალი საქართველო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 38 | 42 |
ეკონომიკა რედაქტირება
სოფლის მეურნეობაში წამყვანია მეცხოველეობა, მოჰყავთ საგაზაფხულო ხორბალი და კარტოფილი. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული, ძირითადი დარგია კვების მრეწველობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის ხაზი (მარაბდა-ახალქალაქი), რომელიც 2018 წლის გაზაფხულიდან დაუკავშირდა სასაზღვრო პუნქტ კარწახს და რომელმაც ერთმანეთთან შეაერთა საქართველოსა და თურქეთის რკინიგზები.
კულტურა რედაქტირება
მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლაა, 61 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის).
ღირსშესანიშნაობანი რედაქტირება
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბევრია ადრინდელი და შუა საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლები:
- კუმურდოს ტაძარი (964 წ.)
- აბულის ციკლოპური ციხე
- აბულის ეკლესია (X ს.)
- ბავრას ეკლესია (X-XI სს.)
- ალასტანის ეკლესია (X-XI სს.)
- ბარალეთის ეკლესია (XI ს.)
- ბურნაშეთის ეკლესია (XI ს.)
- ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი (XI-XVIII სს.)
სქოლიო რედაქტირება
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-21[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-21[მკვდარი ბმული]