ბარალეთისწყალი
მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
ბარალეთისწყალი, ბარალეთი, არაკვისწყალი — მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში,[1] მდინარე ფარავნის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს სამსრის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან მდებარეობს 1860 მ-ზე. სიგრძე — 30 კმ., აუზის ფართობი 469 კმ²., საშუალო წლიური ხარჯი 3,37 მ³/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. ძირითადად საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით.[2]
ბარალეთისწყალი | |
---|---|
სხვა სახელი | ბარალეთი, არაკვისწყალი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
სათავე |
სამსრის ქედი 41°35′38″ ჩ. გ. 43°34′26″ ა. გ. / 41.594000° ჩ. გ. 43.574139° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1860 მ |
შესართავი |
ფარავანი 41°27′29″ ჩ. გ. 43°27′54″ ა. გ. / 41.458194° ჩ. გ. 43.465167° ა. გ. |
სიგრძე | 30 კმ |
აუზის ფართობი | 469 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 3,37 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 32.
- ↑ უკლება ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 355.