ბურნაშეთი
ბურნაშეთი — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აზავრეთის თემში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჟირულის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1900 მ, ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ-ით.
სოფელი | |
---|---|
ბურნაშეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | აზავრეთი |
კოორდინატები | 41°35′05″ ჩ. გ. 43°28′04″ ა. გ. / 41.58472° ჩ. გ. 43.46778° ა. გ. |
ადრეული სახელები | ბურნაშენი |
ცენტრის სიმაღლე | 1900 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 488[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ბურნაშეთში ადამიანი ჯერ კიდევ წინაფეოდალურ ხანაში სახლობდა. სოფლის ძველი სახელი „ბურნაშენი“ უნდა ყოფილიყო.
სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის დიდი ეკლესია, რომელსაც შეწყვილებულთაღებიანი კარიბჭე აქვს. თავისი სიდიდისა და სიმაგრის წყლობით ეკლესია შედარებით უკეთაა შემონახული. არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებითა და აღმოსავლეთის ფასადის რელიეფების მიხედვით აშენებული უნდა იყოს არა უგვიანეს X საუკუნისა.
დაცულია ორი წარწერა (X და XII–XIII სს.). ერთი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე — ინტერიერში, ჩრდილოეთის კედელზე.
აღმოსავლეთის მხარეზე არსებული რელიეფი წმ. დანიელი ლომების ხაროში იკითხება შემდეგნაირად:
„უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომაისა, იხსენ ამის წმიდასა ეკლესიის მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯხეთისა.“
|
მეორე წარწერა არის ეპიგრაფიკული საბუთი ყანის შეწირვის შესახებ (XII–XIII სს.):
„სახელითა ღმრთისაჲთა და შუამდგომლობითა წმიდისა გიორგისითა. დაგიწერე მე, გიორგიმან თქუენ, ბურნაშელთა მღვდლთა. მოგეც ყანაჲ თქეროანს ჩემგან ნასყიდი.“
|
სოფლის მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია აგრეთვე მოზრდილი ქვაჯვარი.
1595 წელს სოფელი შედიოდა ხერთვისის ლივის ტყე-ჯავახეთის რაიონში. იგი 11-კომლიანი სოფელი იყო. მოხსენიებულია აგრეთვე ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარში.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 488 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[2] | 320 | ||
1911[3] | 498 | ||
2002[4] | 803 | 397 | 416 |
2014[1] | 488 | 244 | 244 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 580.
- ვ. სილოგავა, ჯავახეთის ეპიგრაფიკა. ახალციხე, 2001
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 507.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 209.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 136.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.