აბული (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბული.

აბული[2]სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტიკამის თემში. აბული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიანი სოფელია. იგი მდებარეობს პატარა აბულის მთის ძირას, მდინარე ფარავნის შენაკად აბულის სათავეში ზღვის დონიდან 1960 მეტრზე. ახალქალაქიდან დაშორებულია 12 კმ-ით.

სოფელი
აბული
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი კარტიკამი
კოორდინატები 41°24′05″ ჩ. გ. 43°36′32″ ა. გ. / 41.40139° ჩ. გ. 43.60889° ა. გ. / 41.40139; 43.60889
ცენტრის სიმაღლე 1960
მოსახლეობა 535[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
აბული (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
აბული (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
აბული (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
აბული (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
აბული (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
აბული (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 535 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 627[3]
2014 535   261 274

არქეოლოგიური ძეგლები

რედაქტირება

სოფელი განსაკუთრებით საინტერესოა არქეოლოგიურად. ფარავნის ტბის მახლობლად ნაციხარ-ნაქალაქარია: პატარა აბულის მთიდან სოფელს დასცქერის მშრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე — გვიანდელი ანტიკური ან ადრინდელი ანტიკური ან ადრინდელი ფეოდალური ხანის ნაციხარი, რომლის გალავნის გეგმა რვაწახნაგოვანია, კედლები აგებულია მსხვილი ფილებით და სისქით აღწევს 4 მეტრს, გარე კუთხეებთან აქვს კოშკები 7-8 მეტრი სიმაღლის. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები.

აბულის ცენტრში დგას დარბაზული ტიპის კარგად შენახული ეკლესია. სამხრეთის კედელზე შემორჩენილია ჯვარი და წარწერა: „ქრისტე შეიწყალე გალატოზნი“.

სოფლის სამხრეთ ნაპირზე ნამოსახლარი გორაა, რომელსაც თავდასაცავი გალავნის კვალი ეტყობა. აქ აკრეფილი კერამიკა წინარე და ადრეფეოდალური ხანისაა.

სოფლის დღევანდელი სასაფლაოს ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი, მოზრდილი თიხის ჭურჭელი ახალქალაქის მუზეუმშია გამოფენილი. ის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას განეკუთვნება. ალბათ ამავე ხანისაა ზემოთაღწერილი ნამოსახლარის გორაც.

ენათმეცნიერთა აზრით, სოფლისა და მთების ამ სახელწოდებაში შეიძლება გამოიყოს სპარსული სიტყვა „აბ“, რაც წყალს ნიშნავს, აბული კი წყლიან ადგილს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. გვ. 335-404, ახალციხე, 2002
  • დ. ბერძენიშვილი, ჯავახეთის ძველი სიმაგრეები. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 181-203.
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.