ალასტანი
ალასტანი[2] — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭობარეთის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1660 მეტრზე, ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ-ით.
სოფელი | |
---|---|
ალასტანი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | ალასტანი |
კოორდინატები | 41°32′49″ ჩ. გ. 43°24′03″ ა. გ. / 41.54694° ჩ. გ. 43.40083° ა. გ. |
დაარსდა | 1828 |
ცენტრის სიმაღლე | 1660 მ |
მოსახლეობა | 641[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორიარედაქტირება
ალასტანი უძველესი ისტორიული სოფელია საქართველოში. XIII–XIV საუკუნეებში იგი იყო საუფლისწულო მამული, ქართველ მეფეთა თუ უფლისწულთა რეზიდენცია. თუ რა როლს თამაშობდა სოფელი საქართველოს ისტორიაში, წარმოდგენა შეგვექმნება, თუ გავიხსენებთ, რომ ლაშა-გიორგის ალასტანელ მეფეს ეძახდნენ. ლაშა-გიორგის გარდა ალასტანელი მეფეები ყოფილან დავით და მელქისედეკ რუსუდან დედოფლის შემდეგ. „ეტყობა მონღოლების დროს ერთი შტო ბაგრატიონთა გამეფებულა ალასტანში“ (ექვთიმე თაყაიშვილი).
ისტორიულად ალასტანი ორად იყოფოდა ზემო და ქვემო ალასტანი.
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 641 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1133 | 513 | 620 |
2014[1] | 641 | 313 | 328 |
ეკლესიარედაქტირება
სოფლის ცენტრში დგას X–XI სს. დარბაზული ეკლესია. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე არის ორი წარწერა. ერთი იკითხება: „ესე მე ოძელმან დავდე ქვა“. მეორე წარწერის წაშლა უცდიათ საგულდაგულოდ, საღებავიც გადაუსვამთ ისე, რომ აღარ ირჩევა. სოფელში ქართული ეკლესიის უკანვე აშენებულია XIII–XIV საუკუნეების სომხური დიდი ეკლესია.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 267.
- ბერიძე მ., ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. გვ. 335-404, ახალციხე, 2002
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.