სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბავრა (სომხეთი).

ბავრა — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (ხოსპიოს თემი). მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე აბულის (ფარავნის შენაკადი) შესართავთან. ზღვის დონიდან 1590 , ახალქალაქიდან დაშორებულია 4 კმ-ით.

სოფელი
ბავრა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი ხოსპიო
კოორდინატები 41°24′13″ ჩ. გ. 43°30′31″ ა. გ. / 41.40361° ჩ. გ. 43.50861° ა. გ. / 41.40361; 43.50861
ცენტრის სიმაღლე 1590
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 873[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 98,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ბავრა — საქართველო
ბავრა
ბავრა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ბავრა
ბავრა — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ბავრა

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 873 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1301 624 677
2014[1]   873 439 434

1914 წელს ალექსანდრე ფრონელი წერდა: „ბავრისა, ხულგუმოს, კარტიკამის და ტურცხის კათოლიკეებმა სომხური არ იციან. ზოგნი ამბობენ, რომ ეგენი ქართველები არიან და გადმოსახლდნენ არტაანის ოლქიდან (ველი), ზოგნი კი უჩვენებენ (ანუ, უთითებენ) სომხეთის მუშს, საიდანაც ვითომ იგინი მოსულან. ველი ძველად ქართული პროვინცია იყო“.[3]

1933 წელს ჯავახეთში მოგზაურობისას ს. ჯიქიას ჩაუწერია: „დილით ბავრაში წავედით, მოსახლეობა — ნაწილი თურქულენოვანი კათოლიკე ქართველები, ნაწილი თურქულენოვანი კათოლიკე სომხები. პირველები ამბობებ არტაანიდან ვართო, მეორეები — ერზურუმიდან“.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ამ სოფლის სახელი საინტერესოა შემდეგი თვალსაზრისით: იგი შედის ჯავახეთის ცნობილი სოფლის ხიზაბავრის შემადგენლობაში. ასევე იყო სოფელი ხიზა, რომელიც დღეს ნასოფლარია. ხიზადან და ბავრიდან გადასულებმა დააარსეს სოფ. ხიზაბავრა.

ბავრის ეკლესია

რედაქტირება

სოფლის ცენტრში დგას დარბაზული ტიპის ქართული ეკლესია. იგი შედარებით კარგად არის შემონახული. ეკლესიას გააჩნია რელიეფი „წმ. დანიელი ლომების ხაროში“ წარწერით „ქრისტე ადიდე სოფრონ“ და კიდევ ერთი წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია იგივე სოფრონი, ადგილობრივი ფეოდალი, რომლის ბრძანებითაც აგებულია ეკლესია X-XI ს-ში. ეკლესიის ეზოში დგას წარწერიანი სვეტი, სავარაუდოდ საფლავის ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. გვ. 335-404, ახალციხე, 2002
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  3. ალექსანდრე ფრონელი, დიდებული მესხეთი, გვ. 175, თბ., 1991