ხულგუმო
ხულგუმო — სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტიკამის თემში.[1] მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ფარავნის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1670 მ სიმაღლეზე. ქალაქ ახალქალაქიდან დაშორებულია 2 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ხულგუმო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | კარტიკამი |
კოორდინატები | 41°25′02″ ჩ. გ. 43°29′44″ ა. გ. / 41.41722° ჩ. გ. 43.49556° ა. გ. |
დაარსდა | 1828 |
ცენტრის სიმაღლე | 1670 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1004[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1004 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 1254[2] | ||
2014 | 1004 | 486 | 518 |
ისტორია
რედაქტირება1914 წელს ალექსანდრე ფრონელი წერდა: „ბავრისა, ხულგუმოს, კართიკამის და ტურცხის კათოლიკეებმა სომხური არ იციან. ზოგნი ამბობენ, რომ ეგენი ქართველები არიან და გადმოსახლდნენ არტაანის ოლქიდან (ველი), ზოგნი კი უჩვენებენ (ანუ, უთითებენ) სომხეთის მუშს, საიდანაც ვითომ იგინი მოსულან. ველი ძველად ქართული პროვინცია იყო“.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 513.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ალექსანდრე ფრონელი, დიდებული მესხეთი, გვ. 175, თბ., 1991