ზაკვი
ზაკვი — სოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ბალხო, ბუღაშენი, გომანი, ზაკვი, თირკნა, ოლავერდი).
სოფელი | |
---|---|
ზაკვი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზაკვი |
კოორდინატები | 41°30′17″ ჩ. გ. 43°30′07″ ა. გ. / 41.50472° ჩ. გ. 43.50194° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1700 მ |
მოსახლეობა | 386[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, სამსარის მთის დასავლეთით, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე, ახალქალაქიდან 16 კმ-ში. სოფელში მოიპოვება ვულკანური წიდა.
ისტორია
რედაქტირებაზაკვი მდებარეობს ისტორიულ ზემო ჯავახეთში. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” (1595) მიხედვით შედიოდა ხერთვისის ლივის ტყე-ჯავახეთის ნაჰიეში. მაშინ იქ ქართველების 7 კომლი ცხოვრობდა. მისდევდნენ მემინდვრეობას (ხორბალი, ქერი, ჭვავი), მესაქონლეობას (ცხვარი, ღორი), მებოსტნეობას, მეფუტკრეობას, მოჰყავდათ სელის თესლი (საზეთედ) და გადასახადის სახით იხდიდნენ 10 000 ახჩას. 1705–1706 წლებში ზაკვი წარმოადგენდა ვინმე მეჰმედიის ზეამეთს (საკარგავს), საიდანაც მას 21 630 ახჩა შემოსავალი ჰქონდა.
1829 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, ზაკვი ჯავახეთთან ერთად რუსეთის იმპერიაში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთის მთავრობამ ერზერუმიდან გადმოასახლა სომხები. საბჭოთა პერიოდში შედიოდა არაგვის სასოფლო საბჭოში, მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა.
სოფელში ძველი ქართული ნაეკლესიარის ადგილზე ახალი მოზრდილი სომხური ეკლესია აშენდა. ეზოში დგას ქვაჯვარის ბაზისი. აქედანვეა წაღებული მეორე ბაზისი და ჯვრიანი ქვები, რომლებიც სოფლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნასოფლარზე გადაუტანიათ. სოფლის სამხრეთით, მდინარის მარცხნივ, კლდეში, გამოქვაბულია, რომელსაც ადრე სამალავად იყენებდნენ.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 386 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 785[2] | ||
2014 | 386 | 190 | 196 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 300.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.