მოსკოვის ხელშეკრულება (1921)
მოსკოვის ხელშეკრულება (თურქ. Moskova Anlaşması; რუს. Московский договор) — ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის. აღნიშნული ხელშეკრულებით მოხდა ამიერკავკასიაში თურქეთის თანამედროვე საზღვრების ფორმირება საქართველოსთან და სომხეთთან.
მოსკოვის ხელშეკრულება
| |
---|---|
„მეგობრობისა და ძმობის შესახებ ხელშეკრულება“
| |
ხელი მოეწერა | 16 მარტი, 1921 |
ადგილი | მოსკოვი, კრემლი |
ხელი მოაწერეს | ალი ფუატ ჯებესოი, რიზა ნური, იუსიფ ქემალი, გიორგი ჩიჩერინი, ჯელალ ედინ ქორქმასოვი |
მხარეები | ![]() ![]() |
ენები | თურქული, რუსული |
მოლაპარაკებები
რედაქტირება26 თებერვალს მოსკოვში, საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისრის გიორგი ჩიჩერინის, თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსულ-თურქული კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილე არცერთი მხარე არ იყო აღიარებული სხვა სახელმწიფოების მიერ და არ წარმოადგენდა ლეგიტიმურ მთავრობას. კონფერენციის საგანი იყო რუსეთის და თურქეთის მიერ საქართველოსა და სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკების ტერიტორიების განაწილება. კონფერენციის გახსნის მომენტისთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა წარმოადგენდა დე-იურედ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელიც ჯერ კიდევ აკონტროლებდა ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს და აგრძელებდა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლას.
მოლაპარაკებები თითქმის 3 კვირას გაგრძელდა. კრემლის წარმომადგენლები თურქეთის მოთხოვნების უმეტესობას დაეთანხმნენ.
ხელშეკრულება
რედაქტირებახელშეკრულებას ხელი მოეწერა 1921 წლის 16 მარტს, საქართველოს მთავრობისა და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ქვეყნის დატოვებამდე ერთი დღით ადრე.
1-ლი მუხლით, თურქეთს გადაეცა ყოფილი ართვინის ოკრუგი და ოლთისის ოკრუგი მთლიანად, არტაანის ოკრუგის საქართველოს მიერ კონტროლირებადი ნაწილი და ბათუმის ოკრუგის სამხრეთ ნახევარი. მე-2 მუხლით თურქეთი უარს აცხადებდა ბათუმზე პრეტენზიაზე აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობისთვის ავტონომიიის მინიჭების პირობით.
მოსკოვის ხელშეკრულების პირობები დადასტურდა 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 293-296, ISBN 978-9941-13-771-6.
- К истории советско-турецких отношений. — М.: Госполитиздат, 1958.
- СССР и Турция: 1917—1979. — М., 1981.
- Густерин П. В. Советская дипломатия на мусульманском Востоке в 1917—1921 годах. — Саарбрюккен, 2014. — ISBN 978-3-659-17980-8.