ახალგაზრდა თურქები
„ახალგაზრდა თურქები“ — „ერთიანობისა და პროგრესის“ პარტიის (თურქ. Ittihad ve Terraki Partisi ) წევრებისა და მათი მომხრეების ევროპაში გავრცელებული სახელწოდება (უწოდებდნენ აგრეთვე ითიჰადელებს). სახელწოდება „ახალგაზრდა თურქები“ შეიქმნა ევროპის პოლიტიკურ წრეებში გავრცელებულ სახელწოდებათა — „ახალგაზრდა გერმანელების“, „ახალგაზრდა უნგრელების“ და სხვათა ანალოგიით. თურქეთში დამკვიდრდა მხოლოდ ახალგაზრდა თურქების რევოლუციის 1908 წლის შემდეგ და იხმარებოდა როგორც თურქ. (Genc Türkler), ასევე ფრანგ.-თურქ. (Jön Türkler) ფორმით. ახალგაზრდა თურქები კონსტიტუციონალისტები იყვნენ და მიზნად ისახავდნენ სულთნის თვითმპყრობელური ხელისუფლების შეცვლას კონსტიტუციური წყობილებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიგინეიშვილი ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 80.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Committee of Union and Progress დაარქივებული 2010-04-15 საიტზე Wayback Machine.