ჰასან ჰელიმიში (თურქ. Hasan Helimişi; დ. 1907, სოფელი ორთახოფა (თურქეთის ლაზეთი) — გ. 2 მარტი, 1976, სარფი, საქართველო) — ქართველი (ლაზი) მხატვარი, პოეტი.

ჰასან ჰელიმიში

ჰასან ჰელიმიში
დაბადების თარიღი 1907
ორთახოფა, თურქეთის ლაზეთი
გარდაცვალების თარიღი 2 მარტი, 1976
სარფი
დაკრძალულია სარფი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
პროფესია მხატვარი, პოეტი
შვილ(ებ)ი ლაზო, შოთა და ნარიმა ჰელიმიშები

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლაზი მხატვარი და პოეტი ჰასან ჰელიმიში დაიბადა თურქეთის ლაზეთის სოფელ ორთახოფაში (შუა ხოფა). იქვე დაამთავრა პირველი საფეხურის თურქული საშუალო სკოლა.

1932 წელს საცხოვრებლად საქართველოში, ქალაქ ბათუმში გადმოვიდა.

1949-1954 წლებში, როგორც არასანდო, „საეჭვო“ პიროვნება, ოჯახთან ერთად გადაასახლეს ციმბირის ქალაქ ვასიუგანში (ტომსკის რაიონი).

 
ჰასან ჰელიმიშის მიერ ქართული ანბანით დაწერილი სტატია ლაზურ ენაზე.

1961-1967 წლებში პროფესორ სერგი ჯიქიას მიწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქულს ასწავლიდა.

ჰასან ჰელიმიში გარდაიცვალა 1976 წლის 2 მარტს. დასაფლავებულია საქართველოში, სოფელ სარფში.

ჰასან ჰელიმიშის ლექსები სხვადასხვა დროს ლაზური ენის მკვლევართა მიერ (არნოლდ ჩიქობავა, სერგი ჯიქია) სხვა ტექსტებთან ერთად გამოქვეყნდა. შედარებით სრული პუბლიკაცია განხორციელდა გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ პროექტ „100 ლექსის“ ფარგლებში (ლაზური პოეზია, შემდგენელი თეა კალანდია, 2007 წ.).

ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრებს, რომელთაგან საუკეთესოები თავიანთი მხატვრულ-გამომსახველობითი ოსტატობით უახლოვდებიან ნიკო ფიროსმანის ნახატებს, ჯერ კარგად არ იცნობს ქართული საზოგადოება.

ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრები დაცულია სარფის საშუალო სკოლის საექსპოზიციო დარბაზში, ასევე სხვადასხვა კერძო კოლექციებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება