ლაზეთი

ისტორიული რეგიონი კავკასიაში

ლაზეთი ან ჭანეთი (ლაზ. Lazistani, Lazona, ლაზისტანი, ლაზონა) — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთისა და ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. დასახლებული იყო კოლხური ტომით — ჭანებით. იგივეა, რაც ლაზისტანი, ბერძნულ წყაროებში მოიხსენიება როგორც თიანიკე.

ჭანეთის რუკა

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთი პონტოს მთების ჩრდილოეთ კალთაზე. სიმაღლე 3931 მ-მდე (მთა ქაჩქარი, ჭანეთის ქედზე). კალთები ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა განივი ხეობებით. ჰავა ნოტიო სუბტროპიკული, ნალექები 2-3 ათასი მმ წელიწადში. სანაპირო ზოლი დამუშავებულია (თამბაქო, ვენახი, სიმინდი, ციტრუსები, ჩაი, თხილი). მთის ძირას ფართოფოთლოვანი ტყეებია (მუხა, წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი) ხშირი მარადმწვანე ქვეტყით, 400-დან 1250 მ სიმაღლემდე გავრცელებულია წიფლნარი და ნაძვნარი. 1250-იდან 1900 მ-მდე ნაძვნარში შერეული სოჭი, უფრო მაღლა ტანბრეცილი ტყე და მთის მდელოებია.

I საუკუნემდე ჭანეთის ტერიტორია კოლხას ნაწილს წარმოადგენდა. II საუკუნის დამდეგს მისი ნაწილი შევიდა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში . IV საუკუნის ბოლოს ჭანები იჭრებოდნენ ბიზანტიის საზღვრებში, კაპადოკიაში, კილიკიასა და სირიაში.[1] VI საუკუნემდე ეს ტერიტორია წარმოადგენდა ბუფერულ ზონას ეგრისის სამეფოსა და ბიზანტიას შორის. ეკლესიურად ის ამ დროს ეგრისთან იყო დაკავშირებული. VI საუკუნის ბოლო მეესამედში ის იბერიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა, VII საუკუნის 30-იან წლებში კი ის ბიზანტიამ დაიპყრო. VIII საუკუნიდან ის აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში იყო. ჭანეთის სამხრეთი ნაწილი აფხაზთა სამეფომ IX საუკუნის ბოლოს დაკარგა, ჩრდილოეთ ნაწილი კი X საუკუნის პირველ ნახვეარში. X საუკუნის მეორე ნახევრიდან ჭანეთი ტაო-კლარჯეთის შემადგენლობაშია. XI საუკუნის 20-იან წლებში ჭანეთის ნაწილი კვლავ ბიზანტიამ დაიკავა, ნაწილი კი საქართველოს სამეფოს დარჩა. 1073-1074 წლებში საქართველომ ჭანეთი ბოლომდე დაიკავა. XIII საუკუნის დასაწყისში ჭანეთი საქართველოს მიერ შექმნილ ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა და განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდა. 1282 წელს ის დავით ნარინმა დაიპრყო. XIII საუკუნის ბოლოდან XIV საუკუნის 60-იან წლებამდე ეს მხარე მესხეთის შემადგენლობაშია. 1463-1511 წლებში ჭანეთი გურიის სამთავროს შემადგენლობაშია, 1511-1535 წლებში — სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში, 1535-47 წლებში კვლავ გურიას ეკუთვნის. ჭანეთი ოსმალეთმა საბოლოოდ 1547 წელს მიიტაცა. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს რეგიონი ხელიდან ხელში გადადიოდა. 1921 წლიდან რეგიონის უმეტესი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში მოექცა, მცირე ნაწილი (სოფელი სარფი) საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.

ლაზეთ-ჭანეთის ციხე-სიმაგრეები და ეკლესიები

რედაქტირება
  1. ათინას ციხე
  2. არაკლის ციხე
  3. არდაშენის (ჯიბისტასი) ეკლესია
  4. არქაბის ეკლესია
  5. ბეიჩამის ციხე
  6. აჩქა კალე
  7. ბოზუკ-კალე
  8. გელიდა კალე
  9. გულთვათის ციხე და გულთვათის ეკლესია
  10. დანდიქოის ციხე
  11. დორთკონაკის ციხე
  12. ესენიურთის ციხე
  13. ესქიფაზარის ციხე
  14. ზიგანას ციხე
  15. ზინდალარის ციხე
  16. თორდოვათის ციხე
  17. თორულის ციხე
  18. ილანთაშის ციხე
  19. იქისუს ციხე
  20. კალეპარკის ციხე ( გიუზელჰისარი)
  21. კალექოის ციხე
  22. კალეჯიკის ციხე
  23. კოდილის ციხე
  24. კრომნის ციხე
  25. მაკრიალის ციხე-კოშკი და ეკლესია
  26. ოვუნდუს ციხე
  27. ოლუჯაქის კოშკი
  28. პირონითის ეკლესია
  29. სორუიანას ციხე (იალინ კავაქის ციხე)
  30. სუმეს ციხე
  31. ტრაპიზონის ციხე
  32. ქეჩი კალეს ციხე
  33. ქოფუზ-კალეს ციხე
  34. შაბანის ციხე
  35. ჩაიკარის ციხე
  36. ხორტოკოპის ციხე
  37. ხოფის ციხე
  38. ჯანჯის ციხე
  39. ჰამსიქოის ციხე
  40. ჰუმბულის ეკლესია

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ყაუხჩიშვილი, ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1936. — გვ. 262.