ოლუჯაქის კოშკი
ოლუჯაქის კოშკი — კოშკი თუქეთში, მდებარეობს სოფელ ოლუჯაქის, გუმუშხანეს რეგიონის ცენტრალური გზის 33 კმ–ზე ჩრდილო–აღმოსავლეთით. იგი სოფლის შემაღლებულ ადგილზეა აშენებული. შენობა თარიღდება XIX საუკუნის ბოლოთი.
იგი დაახლოებით კვადრატული ფორმისაა, რადგანაც მიწა სადაც კოშკი დგას არ იყო სწორი ამისათვის საძირკველია აშენებული. ქვედა სართულში სამხრეთ–აღმოსავლეთის მხრიდან კიბეებითაა შესასვლელი. ამ შენობის ზედაპირი თაღით არის გადახურული, მაგრამ სხვა კედლები, რადგანაც დანგრეულია არ ჩანს. ციხის საძირკველთან, სამხრეთით კლდეზე ორი პატარა ამბრაზურისთვის სიცარიელეა დატოვებული. შენობის შესასვლელი და კუთხეები ნათალი ქვებით არის ნაშენი, დანარჩენი სხვა ფორმის ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 44-45 ISBN 978-9941-8-1990-2.