ზინდალარის ციხ — ციხე თურქეთში ქეჩი კალესთან ახლოს სოირან დერეს ხეობაში, რომელიც ხარშიტს უერთდება, საზაფხულო და საზამთრო გზების კვეთაში არის დაფიქსირებული ზინდალარის ციხეის ნაშთები.

ციხე მდებარეობს ვიწრო შემაღლებულ ადგილზე. იგი ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვებით. მისგან ჩრდილეთით 30 მ-ში, სოირანის ხეობისაკენ შემორჩენილია მრგვალი კოშკის ნაშთები. მისი დიამეტრი 3 მეტრია, ხოლო სიმაღლე 8 მეტრი. როგორც ჩანს, აქ უნდა ყოფილიყო ხუთკუთხა (პენტაგონალური) გეგმის ციხე, რომელიც კოშკთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ციხეს კიდევ ორი კოშკი უნდა ქონოდა კუთხეებში. ჩრდილოეთით ციხის კედელი 5 მეტრი სიმაღლის ბუნებრივ კლდეზეა დაშენებული. ციხის შიდა სივრცე საკმაოდ ფართოა. აქ უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ქარავანი შეისვენებდა და აქვე უნდა ყოფილიყო თავშესაფარი. გადარჩენილი ფრაგმენტების მიხედვით ჩანს, რომ აქ უნდა ყოფილყო სოფელი არაუადრეს იუსტინიანეს პერიოდიდან და არაუგიანეს მე-10 ს-დან. ზინდანლარის ნაშთები დაკავშირებული უნდა ყოფილიყო საზაფხულო გზასთან, რომელიც ერზრუმიდან მოემართებოდა, განსაკუთრებით კი სატალადან მურასანოღულარისაკენ მომავალ გზასთან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 31-34 ISBN 978-9941-8-1990-2