კალეპარკი
კალეპარკი (თურქ. Kalepark), თავდაპირველად ცნობილი, როგორც ლეონკასტრონი (ლათ. Leonkastron), მოგვიანებით გიუზელჰისარი (თურქ. Güzelhisar, „ლამაზი ციხე“[1]) — შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე თურქეთში, ქ. ტრაპიზონის აღმოსავლეთ ნაწილში. ციხის აგება უკავშირდება გენუელ ვაჭრებს, რომლებიც შავი ზღვისპირეთში აქტიური სავაჭრო საქმიანობით იყვნენ დაკავებული და ტრაპიზონის იმპერატორებთან მიღწეული ხელშეკრულებით უფლება მიიღეს იმპერიის დედაქალაქში ციხე აეგოთ, რათა ტრაპიზონიდან მომავალი სავაჭრო გზები დაეცვათ. ციხე კლდოვან მასივზე აიგო და გადაჰყურებდა ქალაქში მდებარე ორივე ნავსადგურს. მოგვიანებით ტრაპიზონის იმპერატორებსა და გენუელებს შორის ციხეზე კონტროლი მრავალჯერ გამხდარა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი.
კალეპარკი ლეონკასტრონი | |
---|---|
![]() | |
მდებარეობა |
![]() |
ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
ციხე დაზიანდა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, როდესაც რუსეთის იმპერიის საზღვაო ძალებმა, ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისას, ის ერთ-ერთ სამიზნედ აქციეს[2].
გალერეარედაქტირება
კალეპარკის გამოსახულება ჟიულ ვერნის „შეუპოვარი კერაბანი“-ში.
კალეპარკი ლონდონის ილუსტრირებულ ახალ ამბებში, 1895 წელი.
„ტრაპიზონში გენუელთა საწყობის მშენებლობა“ (ლეონკასტრონი). ლუკა კამბიაზოს ფრესკული ნამუშევარი პალაცო ლერკარი-პაროდიში, გენუა, 1571 წელი.
ლიტერატურარედაქტირება
- Bryer, Anthony; Winfield, David. The Byzantine monuments and topography of the Pontos. Scholarly Publishing Office, University of Michigan, გვ. 197-198. ISBN 978-1-59740-317-7.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Trabzon soul(Tr) დაარქივებული 2011-10-16 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Ganita(Tr) დაარქივებული 2011-10-04 საიტზე Wayback Machine.