ჟიულ გაბრიელ ვერნი (ფრანგ. Jules Gabriel Verne; დ. 8 თებერვალი, 1828, ნანტი, საფრანგეთი — გ. 24 მარტი, 1905, ამიენი, საფრანგეთი) — ფრანგი მწერალი, კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატორი. მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ჟიულ ვერნი
ფრანგ. Jules Verne[1]
დაბადების თარიღი 8 თებერვალი, 1828(1828-02-08)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19]
დაბადების ადგილი ნანტი[20] [16]
გარდაცვალების თარიღი 24 მარტი, 1905(1905-03-24)[3] [4] [5] [6] [7] [9] [10] [11] [13] [14] [16] [17] [18] [19] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი ამიენი[20] [16]
დასაფლავებულია Cimetière de La Madeleine d'Amiens
საქმიანობა რომანისტი[1] , დრამატურგი[1] , პოეტი[21] , საბავშვო მწერალი, მწერალი[17] [18] [22] , სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და ესპერანტისტი
ენა ფრანგული ენა[1]
მოქალაქეობა საფრანგეთი[23] [1]
ალმა-მატერი ჟორჟ კლემანსოს ლიცეუმი, lycée Saint-Stanislas და პარიზის უნივერსიტეტი
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა, თეატრი, სათავგადასავლო ლიტერატურა, ფანტასტიკა, პოეზია, popular science literature და merveilleux scientifique
Magnum opus ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ, მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ, დედამიწიდან მთვარემდე, ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო, საიდუმლო კუნძული, ხუთი კვირა საჰაერო ბურთით და Michael Strogoff
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[24] , მონტიონის პრემია, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[25] [24] და სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი
მეუღლე ონორინა დე ვიანი
შვილ(ებ)ი მიშელ ვერნი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჟიულ ვერნი დაიბადა მდინარე ლუარას პატარა კუნძულზე, რომელიც საზღვაო ქალაქ ნანტში მდებარეობდა. ჟიულ ვერნის მამა — პიერ ვერნი (1798 - 1871) ადვოკატი იყო. დედა სოფი ალოტ დე ლა ფიუ (1801 - 1887) შოტლანდიური წარმოშობის იყო. ჟიულ ვერნი პირველი ვაჟიშვილი იყო ხუთიდან. მის შემდეგ დაიბადნენ: ძმა პოლი (1829) და დები: ანა (1836), მატილდა (1839) და მარი (1842).

ჟიულ ვერნის მეუღლე იყო ონორინა დე ვიანი. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი შვილი. 1856 წლის 20 მაისს ჟიულ ვერნი ამიენში თავისი მეგობრის ქორწილში ჩამოვიდა, სადაც პირველად იხილა მომავალი მეუღლე. რვა თვის შემდეგ, 1857 წლის 10 იანვარს ისინი დაქორწინდნენ და მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდნენ პარიზში, სადაც ვერნი უკვე რამდენიმე წელი ცხოვრობდა. ოთხ წელიწადში, 1861 წლის 3 აგვისტოს ჟიულ ვერნს ორონინასგან შეეძინა მიშელი, მათი ერთადერთი შვილი. შვილის დაბადებისას ჟიულ ვერნი არ იმყოფებოდა პარიზში, იმ დროს იგი სკანდინავიაში მოგზაურობდა.

შემოქმედება

რედაქტირება

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო პიესების წერით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია (ვოდევილი „შეუწყვეტელი მეგობრობა“ – 1850 წ.). 50-იანი წლების დასასრულს გადაწყვიტა შეექმნა მეცნიერული რომანი, რომელიც, მისივე თქმით, „შეაერთებდა გუშინდელ რომანტიზმს დღევანდელ რეალიზმთან და ხვალინდელი დღის სიმბოლოსთან“. მან დაიწყო მეცნიერული დარგების საფუძვლიანი შესწავლა. აქვეყნებდა მოთხრობებს, პოპულარულ ნარკვევებს, წერილებს, სახელი მოუხვეჭა 1862 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „ხუთი კვირა საჰაერო ბურთზე“, ამის შემდეგ ჟიულ ვერნმა შექმნა „არაჩვეულებრივი მოგზაურობის“ 65-ტომიანი ისტორია, რომელშიც გაერთიანდა არაერთი მეცნიერულ-ფანტასტიკური, სათავგადასავლო, გეოგრაფიული და სოციალურ-სატირული რომანი თუ მოთხრობა. „არაჩვეულებრივი მოგზაურობის“ სერიის გამოცემაში ჟიულ ვერნთან ერთად მუშაობდა პიერ-ჟიულ ჰეტცელი, რომელიც ცნობილი რედაქტორი და გამომცემელი იყო. მსოფლიო აღიარება მოუპოვეს რომანებმა:„მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ“ (1864 წ.), მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე (1865 წ.), კაპიტან გრანტის შვილები (1967 წ.), მთვარის გარშემო (1869 წ.), 80 000 კილომეტრი წყალქვეშ (1870 წ.), საიდუმლო კუნძული (1875 წ.), 15 წლის კაპიტანი (1878 წ.) და სხვა.[26]

რომანები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Bibliothèque nationale de France Record #11928016k // BnF catalogue généralParis: BnF.
  2. Léonore databaseministère de la Culture.
  3. 3.0 3.1 Evans A. B. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 IMSLP — 2006.
  8. Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 NooSFere — 1999.
  10. 10.0 10.1 filmportal.de — 2005.
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  13. 13.0 13.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. 14.0 14.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  15. AlKindi
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  17. 17.0 17.1 17.2 BeWeB
  18. 18.0 18.1 18.2 The Fine Art Archive — 2003.
  19. 19.0 19.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  20. 20.0 20.1 Наркевич А. Ю. Верн Жюль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1971. — Т. 4 : Брасос — Веш. — С. 536.
  21. http://www.poemhunter.com/jules-verne/poems/
  22. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  23. http://web.archive.org/web/20170323110357/http://jeugdliteratuur.org/auteurs/jules-verne
  24. 24.0 24.1 http://www2.culture.gouv.fr/public/mistral/leonore_fr?ACTION=CHERCHER&FIELD_1=NOM&VALUE_1=VERNE
  25. Kümmerling-Meibauer B. (unspecified title) — გვ. 1128.
  26. ბიოგრაფიული ცნობები[მკვდარი ბმული]