მთვარის გარშემო“ (ფრანგ. Autour de la Lune) — ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის რომანი, გამოიცა 1870 წელს. იგი გაგრძელებაა რომანის „დედამიწიდან მთვარემდე“.

მთვარის გარშემო
სრული სათაური Autour de la Lune
საერთო სათაური მთვარის გარშემო
ჟანრი მეცნიერულ-ფანტასტიკური
ავტორი ჟიულ ვერნი
მშობლიური ენა ფრანგული
დაწერის ადგილი საფრანგეთი
გამოცემულია 1869
წინა ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ და დედამიწიდან მთვარემდე
შემდეგი A Floating City
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
 
ილუსტრაცია წიგნისა მთვარის გარშემო'. ავტორები: ემილ ანტუან ბეიარდი და ალფონს დე ნეუი

მას შემდეგ რაც კაპიტანი ნიკოლი, იან ბარბიკენი და მიშელ არდანი ყუმბარით მთვარისკენ გაისროლეს, მათი ბედი დაახლ. 10 დღის განმავლობაში უცნობი რჩება, მაგრამ დედამიწიდან მთვარემდე-ს ბოლოს ცნობილი ხდება, რომ ყუმბარამ მთვარეს ვერ მიაღწია, თუმცა ისე ახლოს ჩაუქროლა მას, რომ მის თანამგზავრად იქცა. ასე სრულდება დედამიწიდან მთვარემდე.

რომანში მთვარის გარშემო, მოქმედება იწყება ნიკოლის, ბარბიკენისა და არდანის ყუმბარაში ჩაჯდომით. მალე კოლუმბიადიდან ყუმბარას გაისვრიან და იგი დედამიწას გასცილდება. მოგზაურებს თან ჰყავთ ორი ძაღლი - სატელიტი და დიანა. კოლუმბიადიდან გასროლის დროს, ხვადმა, ანუ სატელიტმა თავი მიარტყა ყუმბარის ზედა ნაწილს და თავი გაუსკდა. რამდენიმე დღიანი ავადმყოფობის შემდეგ, იგი დაიღუპება.

ამასობაში, მოგზაურები გამგზავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ წააწყდებიან დედამიწის მეორე თანამგზავრს, ბოლიდს, რომლის არსებობასაც რამდენიმე მეცნიერი ამტკიცებდა. ეს ბოლიდი მომავალში მათ მოგზაურობაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. მანამდე კი ისინი ამას ვერ მიხვდებიან და ჩვეულებრივად განაგრძობენ ყუმბარაში ცხოვრებას.

ყუმბარამ მთვარეს 5 დეკემბერს, შუაღამისას უნდა მიაღწიოს. ნელ-ნელა ყუმბარა მთვარეს უახლოვდება, მაგრამ იან ბარბიკენი მიხვდება, რომ ყუმბარა გადაიხარა და მთვარეზე აღარ დაეცემოდა. მართალია, ყუმბარა განაგრძობს მთვარესა და მას შორის მანძილის შემცირებას, მაგრამ ბარბიკენი ამტკიცებს, რომ ყუმბარა მთვარეზე არ დაეცემა. თავდაპირველად, იგი ამის მიზეზს ვერ ასახელებს, ხოლო შემდეგ მიხვდება, რომ იმ ბოლიდმა ყუმბარა მიიზიდა და ამიტომ ასცდა იგი გზას მთვარისაკენ.

ყუმბარა მთვარის მიზიდულობის არეში მოხვდება. სწორედ ამ დროს იწყება ჩვენი მოგზაურების უჩვეულო მოგზაურობა მთვარის გარშემო. ისინი ერთ წრეს დაარტყამენ მთვარეს, მაგრამ კვლავ აწუხებთ კითხვა: როდემდე უნდა იყონ ასე?

საბოლოოდ, ყუმბარა დედამიწაზე დაბრუნდება და შუაგულ ოკეანეში ჩავარდება. მგზავრები უვნებლად გადარჩებიან და გამოქვეყნდება ბარბიკენის მიერ დაწერილი „მოგზაურობის ჩანაწერები“. მართალია, მათ მთვარემდე ვერ მიაღწიეს, თუმცა მასზე ძალიან ბევრი რამ გაიგეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება