მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ (ფრანგ. Voyage au centre de la Terre) — ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანი, რომელიც პირველად 1864 წელს გამოიცა. იგი ვერნის რიგით მე-2 რომანია.
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ | |
---|---|
სრული სათაური | Voyage au centre de la Terre |
საერთო სათაური | მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ |
ჟანრი | სამეცნიერო-ფანტასტიკური |
ავტორი | ჟიულ ვერნი |
მშობლიური ენა | ფრანგული |
დაწერის ადგილი | საფრანგეთი |
გამოცემულია | 1864 |
ქართულად თარგმნა | გასტონ ბუაჩიძემ |
წინა | კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი |
შემდეგი | დედამიწიდან მთვარემდე |
სიუჟეტი
რედაქტირებამოქმედება იწყება 1863 წლის მაისში, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. ისტორიას მოგვითხრობს გერმანიაში ცნობილი პროფესორის, ოტო ლიდენბროკის ობოლი ძმისშვილი აქსელ ლიდენბროკი.
ერთ დღეს, ძველი წიგნის თვალიერებისას, პროფესორი ლიდენბროკი XVI საუკუნეში მოღვაწე ისლანდიელი მეცნიერის, არნე საკსუნემის კრიპტოგრამას აღმოაჩენს, რომლის ამოხსნასაც აქსელი მოახერხებს. არნე საკსუნემის ეს ჩანაწერი, მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს დედამიწის ცენტრს, თუ იგი ისლანდიაში მდებარე ვულკან სნეფლსის კრატერში ჩავა. ოტო ლიდენბროკი გადაწყვეტს, რომ ეს თავად გააკეთოს და აქსელთან ერთად ისლანდიაში მიემგზავრება.
ისლანდიაში პროფესორი ვინმე ჰანსს დაიქირავებს, ვინც მშვიდი, აუღელვებელი ადამიანი და თავისი ბატონის ყველა ბრძანებას უყოყმანოდ ასრულებს. თავდაპირველად, მოგზაურობა წარმატებით იწყება, მაგრამ პირველი პრობლემები მაშინ იწყება, როცა მოგზაურებს წყლის მარაგი შემოაკლდებათ და შემდეგ საბოლოოდ გამოელევათ. აქსელი უკვე სიკვდილის პირას არის, მაგრამ მამაცი და უშიშარი ჰანსი წყაროს აღმოჩენას მოახერხებს, რითაც მოგზაურებს საშუალება ეძლევათ განაგრძონ საკუთარი უჩვეულო მოგზაურობა.
მოგზაურების თავგადასავალი მართლაც, რომ ძალზე უჩვეულოა. აქ აღმოაჩენენ უკიდეგანო ზღვას, ცას, რამდენიმე ათასი წლის წინ გადაშენებულ ცხოველებს, პირველყოფილ ადამიანს და ა.შ. მაგრამ ისინი მაინც ვერ მიაღწევენ დედამიწის ცენტრს და ძლივს გამოასწრებენ ვულკანის ამოხეთქვას. ისინი ამოვლენ იტალიის კუნძულ სტრომბოლზე, რომელშიც მოქმედი ვულკანია და სწორედ ეს ვულკანი ამოხეთქავს.
ამის შემდეგ, ისინი ბრუნდებიან ჰამბურგში. აქსელი ცოლად ირთავს გრაუბენს, ვინც დიდი ხნის განმავლობაში უყვარდა. პროფესორი ლიდენბროკი საკუთარი უჩვეულო მოგზაურობით მთელ მსოფლიოში ცნობილი ხდება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- A Journey to the Centre of the Earth დაარქივებული 2010-01-12 საიტზე Wayback Machine. (Griffith and Farran, 1871) entire early English translation.
- Journey to the Centre of the Earth and PDF Full text of the Oxford University Press translation, with introduction, notes and appendices. Most modern translation available online.
- Journey into the Interior of the Earth დაარქივებული 2013-01-22 საიტზე Wayback Machine. (Malleson, trans.; Ward, Lock & Co., 1877) from JV.Gilead.org.il
- A Journey to the Interior of the Earth (Malleson, trans.; Ward, Lock & Co., 1877) in easy to read HTML format.
- „A Journey to the Interior of the Earth“ — Project Gutenberg-ზე (English)
- Free Audio Book დაარქივებული 2011-08-30 საიტზე Wayback Machine. of "Journey to the Center of the Earth" from The Drama Pod დაარქივებული 2014-08-12 საიტზე Wayback Machine.