ისლანდიელები
ისლანდიელები — ერი, ისლანდიის ძირითადი მოსახლეობა. რაოდენობა დაახლოებით 500 000 ადამიანია, ამათგან, 319 000 ისლანდიაში ცხოვრობს, 75 000 კანადაში, 89 00 აშშ-ში, 15 000 დანიაში. ლაპარაკობენ ისლანდიურ ენაზე. მორწმუნეები — პროტესტანტებია (ლუთერანები). ისლანდიელები ძველსკანდინავიელთა ჩამომავლები არიან. სკანდინავიიდან ისლანდიაზე 9-10-ე საუკუნეებში გადავიდა მოსახლეობა, რომლის ძირითადი ბირთვი, ნორვეგიელები იყვნენ. ისლანდიელი ერის ჩამოყალიბებაში ნორვეგიელებთან ერთად, სკანდინავიეკლთა მფლობელობაში მყოფი ირლანდიისა და შოტლანდიის მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა. 11-13 საუკუნეები ისლანდიელი ერის კონსოლიდაციის პროცესში მეტად მნიშვნელოვან პერიოდს წარმოადგენს. ისლანდიის ეროვნულ განვითარებას კუნძულზე დანიის ხანგრძლივი ბატონობა აფერხებდა დაწყებული 1380 წლიდან. 1918 წელს დანიამ ნორვეგიელთა სუვერენული უფლებები აღიარა დანია-ისლანდიური უნიის საწყისებზე. 1944 წელს უნია გაწყდა და ისლანდია რესპუბლიკად გამოცხადდა. ისლანდიელთა ძირითადი საქმიანობა მეთევზეობა, თევზის რეწვა და სოფლის მეურნეობაა.
ისლანდიელები | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
დაახლოებით 500 000 ადამიანია | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
![]() |
319 000 ათ. |
![]() |
75 000 ათ. |
![]() |
89 00 ათ. |
![]() |
15 000 ათ. |
ენები | ისლანდიური |
რელიგიები | ლუთერანები |
გალერეარედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Árnason, Einar, Benedikz, Eiríkur, Sigurgíslason, Hlynur (2000). "ისლანდიელთა გენეტიკური ერთგვაროვნება: ფაქტი თუ ფიქცია?" (ინგლისურ ენაზე). ბუნების გენეტიკა (4): 373–374. . PMID 10932173. http://www.nature.com/ng/journal/v25/n4/full/ng0800_373b.html.
- Byock, Jesse L.. შუა საუკუნეების ისლანდია. საზოგადოება, საგები და მმართველობა (ინგლისურ ენაზე). აშშ: კალიფორნიის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
- Del Giudice, მარგარეტ (მარტი). "ბრძოლა ხელისუფლებისთვის". ჟურნალი გეოგრაფია.
- Fiske, John, Rolvaag, Karl (1972). მიწები და ხალხები: ისლანდია (ინგლისურ ენაზე). აშშ: Grolier.
- Global Volcanism Program (GVP), Smithsonian Institution. (2007)Grímsvötn. ციტირების თარიღი: 2007-04-16.