ძველსკანდინავიური ენა

ძველსკანდინავიური ენა — ჩრდილოგერმანიკული ენა, რომელზეც ლაპარაკობდნენ დაახლოებით ახ. წ. 800 წლიდან (ვიკინგთა ეპოქის დასაწყისი) 1350 წლამდე სკანდინავიაში, კუნძულებზე კი 1500 წლამდე.

შვედეთში ნაპოვნი რუნა, რომელზეც ძველსკანდინავიური ენით არის წარწერა შესრულებული

ძველსკანდინავიური ენის თანამედროვე მემკვიდრეებად გვევლინებიან დასავლეთსკანდინავიური ენები — ისლანდიური ენა, ნიუნორსკი, ფარერული და გამქრალი ენა ნორნი ორკნისა და შეტლანდის კუნძულებიდან — და აღმოსავლეთსკანდინავიური ენები — შვედური, ბუკმოლი და დანიური.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება