სტრომბოლი
სტრომბოლი (იტალ. Stromboli; სიცილ. Struògnuli) — პატარა კუნძული ტირენიის ზღვაში, სიცილიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან. შედის ლიპარიის კუნძულთა ჯგუფში. კუნძულზე მდებარეობს იტალიის ყველაზე აქტიური ვულკანი. სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვა „Strongulē“-დან, რაც ამობურცულს ნიშნავს. სწორედ ასე უწოდეს კუნძულს ძველმა ბერძნებმა. სტრომბოლის მოსახლეობა 400-800 ადამიანს შეადგენს.
სტრომბოლი | |
---|---|
კოორდინატები: 38°48′14″ ჩ. გ. 15°13′24″ ა. გ. / 38.80389° ჩ. გ. 15.22333° ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია |
სიმაღლე | 926 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ასაკი | უძველესი 20 000 წ. |
ბოლო ამოფრქვევა | 1934 წლიდან დღემდე |
კუნძულზე მდებარე ვულკანი მრავალჯერ ამოფრქვეულა, ხოლო ვულკანური აქტივობები და მცირე ამოფრქვევები გამუდმებით მიმდინარეობს, რისი ხილვაც კუნძულის მრავალი ადგილიდან და ზღვიდანაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, სტრომბოლს „ხმელთაშუა ზღვის სინათლის სახლს“ უწოდებენ. ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ამოფრქვევა მოხდა 2009 წლის 13 აპრილს. მდებარეობს ზღვის დონიდან 926 მეტრზე. მოიცავს სამ აქტიურ მწვერვალს.
აღსანიშნავია, რომ ვულკანზე მასიური, გამუდმებული ამოფრქვევები ბოლო 20 000 წლის მანძილზე მიმდინარეობს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Stromboli Online
- Photo gallery of Stromboli eruptions.
- Watch video of spectacular Strombolian eruption on 5th April 2006
- Information about Stromboli and on its seismic monitoring network (italian) დაარქივებული 2007-03-20 საიტზე Wayback Machine.
- Live (30 min) Satellite Photo of Stromboli დაარქივებული 2013-03-10 საიტზე Wayback Machine.