კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი
„კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი“ (ფრანგ. Voyages et aventures du capitaine Hatteras) — ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი. იგი ვერნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ნაწარმოებია. „კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი“ პირველად 1866 წელს პარიზში გამოიცა და ის ვერნის რიგით მეოთხი რომანია. წიგნი მოგვითხრობს შეუპოვარი და გაბედული კაპიტან ჯონ ჰატერასის მოგზაურობას ჩრდილოეთ პოლუსისაკენ თავის ერთგულ მეგობრებთან ერთად. მას სურს პირველი ადამიანი იყოს ვინც ფეხი დადგა ჩრდილოეთ პოლუსზე (იმ დროს ჯერ არავის ჰქონდა ფეხი დადგმული).
კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი | |
---|---|
სრული სათაური | Voyages et aventures du capitaine Hatteras |
საერთო სათაური | კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი |
ჟანრი | სათავგადასავლო |
ავტორი | ჟიულ ვერნი |
მშობლიური ენა | ფრანგული |
დაწერილია | 1866 |
დაწერის ადგილი | საფრანგეთი |
გამოცემულია | 1866 |
ქართულად თარგმნა | კოტე ჯავრიშვილმა |
წინა | ხუთი კვირა საჰაერო ბურთით |
შემდეგი | მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ |
„კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი" ქართულად პირველად გამომცემლობა ნაკადულმა გამოსცა 1977 წელს, სერიაში „ჟიულ ვერნის თხზულებანი“, ხოლო მთარგმნელი კოტე ჯავრიშვილი იყო.
სიუჟეტი
რედაქტირებაკაპიტან ჰატერასი ხომალდ „ფორვარდის“ აგებასა და ეკიპაჟის შეკრებას ავალებს კაპიტნის თანაშემწე რიჩარდ შანდონს. იგი შეკრებს ეკიპაჟს და გამგზავრებისთვის მოამზადებს „ფორვარდს“, მაგრამ არც მან და არც ერთმა ეკიპაჟის წევრმა არ იცის, თუ საით მიემართება „ფორვარდი“ და ისიც, თუ ვინაა მისი კაპიტანი.
საბოლოოდ, „ფორვარდი“ 1860 წლის 5 აპრილს მიემგზავრება.
თავდაპირველად, რიჩარდ შანდონი წერილობით იღებს კაპიტნის დავალებებს და რამდენიმე დავალების შესრულების შემდეგ, კაპიტანი ჰატერასი გამოჩნდება. ის თურმე მუდამ „ფორვარდზე“ იმყოფებოდა და ყველას ერთი უბრალო მეზღვაური ეგონა, რომელსაც ჰარის ეძახდნენ.
თავდაპირველად, მათთვის ყველაფერი კარგად მიდის. კაპიტანი გააცნობს თავის გეგმებს ეკიპაჟის ყველა წევრს, რომ სურს მიაღწიოს ჩრდილოეთ პოლუსს.
ცოტა ხანში ეკიპაჟი გაყინვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. გზაში ვერ მოხერხდება ქვენახშირით ბრიგის შევსება. კაპიტანს ყველა გადაუდგება გარდა ექიმი კლოუბონის, დურგალი ბელისა და მოხუც მეზღვაურ ჯონსონის გარდა. ერთხელ, როცა კაპიტანი გემზე არ იქნება, ამბოხებული ეკიპაჟი რიჩარდ შანდონის მეთაურობით გემს გადაწვავს და სამშობლოსაკენ ნავით აიღებს გეზს. ჩააღწევენ თუ არა ისინი ინგლისს, ეს კაპიტნისთვის უცნობი რჩება,
ამის შემდეგ, მოგზაურებს ათასი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდებათ, მაგრამ კაპიტანი ერთი წამითაც არ აპირებს ხელი აიღოს თავის განზრახვაზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩრდილოეთ პოლუსამდე მიაღწიოს.