ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო

(გადამისამართდა გვერდიდან 80 დღე დედამიწის გარშემო)

„80 დღე დედამიწის გარშემო“ (ფრანგ. Le tour du monde en quatre-vingts jours) — ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი. წიგნი პირველად გამოიცა 1873 წელს. რომანში აღწერილია მისტერ ფოგის, მისი ფრანგი მსახურის პასპარტუსა და მათი მეგობრების მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ 80 დღეში.

ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო
სრული სათაური Le Tour du monde en quatre-vingts jours
საერთო სათაური 80 დღე დედამიწის გარშემო
ჟანრი სათავგადასავლო
ავტორი ჟიულ ვერნი
მშობლიური ენა ფრანგული
დაწერის ადგილი საფრანგეთი
გამოცემულია 1873
წინა The Fur Country
შემდეგი საიდუმლო კუნძული

სიუჟეტი რედაქტირება

ისტორია იწყება ლონდონში, 1872 წლის 2 ოქტომბერს. ფილეას ფოგი, ერთ–ერთი მთავარი პერსონაჟი, მდიდარი ინგლისელი, უცოლო, ცხოვრობს ბერლინგტონ გარდენში, სევილ–როუს შვიდ ნომერში ერთ მყუდრო და კომფორტულ სახლში. ამ დღეს მას მსახურად დაუდგება ვინმე ჟან პასპარტუ, ეროვნებით ფრანგი. მისტერ ფოგი, როგორც ნაწარმოებიდან ვიგებთ საკმაოდ მშვიდი, ფლეგმატური და აუღელვებელი ადამიანია. ამავე დღეს იგი სანაძლეოს დადებს რეფორმ კლუბის პატივცემულ ჯენტლმენებთან, რომ შეძლებს და შემოუვლის დედამიწას 80 დღეში. მისტერ ფოგი, თავადაც ამ კლუბის წევრია, დავა კი გამოწვეულია სტატიით „The Daily Telegraph”-დან, სადაც მოთხრობილია ინდოეთში სარკინიგზო. მისტერ ფოგი სასწორზე დიდძალ თანხას დებს და იმავე დღეს გაუდგება გზას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ერთი ამბავი, რომელიც ლონდონში საყოველთაო განსჯის საგანი გახდა.

29 სექტემბერს ინგლისის ბანკის მთავარი მოლარის მაგიდიდან მოპარულ იქნა ბანკონოტების შეკვრა – 55 ათასი გირვანქა ფუნტი სტერლინგი. ეს ამბავი შემდგომში მისტერ ფოგს უამრავ სიძნელეს შეუქმნის. თუმცა მანამდე იგი მიემგზავრება მოგზაურობაში, მის ერთგულ მსახურ პასპარტუსთან ერთად. ისინი გაივლიან იტალიას, ხმელთაშუა ზღვას და სუეცის არხით მოხვდებიან მეწამულ ანუ წითელ ზღვაში. ბენგალის სრუტის გავლით ჩადიან ბომბეიში, აქ სხდებიან მატარებელში, მათდასარკინიგზო მაგისტრალი სარემონტო სამუშაოების გამო შუა გზაში წყდება და კალკუტამდე მისასვლელად ისინი სპილოს ქირაობენ. გზაში სიკვდილისაგან იხსნიან ახალგაზრდა ინდოელ ქალს, რომელიც მათი მეგზური ხდება. ჩადიან კალკუტაში და გემი „რანგუნით“ მიემგზავრებიან სინგაპურში, სინგაპურიდან კი ჰონგ–კონგამდე, შემდგომაა შანხაი და იოკოჰამა. სხდებიან „კაპიტან გრანტში“ და მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოში, მატარებლითა და ფრიად უჩვეულო ტრანსპორტით მიაღწევენ ნიუ–იორკს და გემით გაემგზავრებიან ინგლისში, ლივერპულში. აქ კი მისტერ ფოგს ტყვეობა ელოდება. მას შეცდომით დააკავშირებენ ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებული ქურდობასთან, მაგრამ გაუგებრობა მალე გაირკვევა და ჩვენი მოგზაურები ჩააღწევენ ინგლისს.

მთელი ეს მოგზაურობა სავსეა მოულოდნელობებითა და ხიფათით, რასაც ჩვენი გმირები მედგრად ხვდებიან. მისტერ ფოგისა და მისი მსახურის თავგანწირვით, სიმამაცითა და ერთმანეთისადმი ერთგულებით ისინი ყველაფერს გადალახავენ და მიაღწევენ მიზანს. მისტერ ფოგის თვისებებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოგზაურობის წარმატებაში.ფოგი უაღრესად დისციპლინირებული, აუღელვებელი და ფიზიკურად კარგად ნაწრთობი ადამიანია. დროს უაზროდ არ ხარჯავს და ფულის ყადრი ხომ შესანიშნავად იცის. კარგი მეგობარია, გაჭირვებულებს ეხმარება და უაღრესად მიზანდასახული პიროვნებაა.

მრავალი დადებითი ფიზიკური და მორალური თვისებების მქონეა მისი მსახური პასპარტუ. მართალია იგი ფიცხი ადამიანია, მაგრამ კარგად აქვს გამჯდარი მოვალეობის, მეგობრობის და ერთგულების გრძნობა.

გამარჯვების შემთხვევაში მისტერ ფოგს დიდძალი ფული დარჩება. მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ყველაფერი ფულის გულისათვის გაკეთდა, მაგრამ ბოლოს ვხედავთ, რომ ფული ფაქტობრივად მოგზაურობის წარმატებით დასრულებას მოხმარდა. რომანის ერთ–ერთი მოქმედი პერსონაჟია პოლიციის აგენტი ფიქსი, რომელიც შეცდომით მიიტანს ეჭვს მისტერ ფოგზე და მას უარმავ დაბრკოლებას შეუქმნის მოგზაურობისას.

თემა რედაქტირება

მაშინ, როდესაც იწერებოდა „80 დღე დედამიწის გარშემო“, მძიმე პერიოდი იდგა საფრანგეთისათვის და თავად ჟიულ ვერნისათვის. მიმდინარეობს საფრანგეთ–პრუსიის ომი (18701871 წწ.). ვერნი გაიწვიეს სანაპიროს დაცვად. ამავე პერიოდში ფინანსურ კრიზისშია, გარდაეცვალა მამა. მიუხედავად ყოველივესი ვერნი გულმოდგინედ მუშაობს მის ახალ რომანზე „80 დღე დედამიწის გარშემო“, რომლის იდეაც თავში მოუვიდა ერთ დღეს, პარიზის კაფეში, გაზეთის კითხვისას. XIX საუკუნე ტექნოლოგიური ნოვაციების ერაა. დასრულდა პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზის მშენებლობა ამერიკაში (1869 წ.), რკინიგზა ფართოდ გაიშალა ინდოეთის ვრცელ ტერიტორიაზე (1870 წ.), ხოლო 1869 წელს გაიხსნა სუეცის არხი. რომანში კარგადაა დახატული ბრიტანეთის იმპერიის პოლიტიკური სურათი, მისი პროვინციები აზიაში და ის თუ რა გავლენა და მნიშვნელობა აქვს ბრიტანეთს ამ ქვეყნებში. კარგად ჩანს იმპერიის კულტურული გავლენა ცალკეულ პროვინციაზე.

პერსონაჟები რედაქტირება

  • ფილეას ფოგი ესკვაირი
  • ჟან პასპარტუ
  • აგენტი ფიქსი
  • მისის აუდა
  • ჯეიმზ ფორსტერი
  • სერ ფრენსის კრომარტი
  • პარსი გამყოლი
  • ჯონ ბენსბი
  • უილიამ ბატულკარი
  • პოლკოვნიკი სტემპ პროქტორი
  • მაჯი
  • ენდრიუ სპიდი
  • ჯონ სელივანი
  • სემუელ ფალენტინი
  • ენდრიუ სტიუარტი
  • გოტიე რალფი
  • თომას ფლენაგანი