ლაზისტანის ეიალეთი

ლაზისტანის ეიალეთი (ან ლაზისტანი; თურქ. Lazistan eyaleti) — თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ, ახალი ადმინისტრაციული რეფორმის გატარების სურვილის შედეგად შემოთავაზებული ერთ-ერთი ტერიტორიული ერთეულის სახელწოდება, რომელიც სავარაუდოდ თურქეთის შავი ზღვის რეგიონის ტერიტორიას უნდა მოიცავდეს და მის ალტერნატივად იქცეს. ახალი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული რეფორმის მიზანია უფრო მეტი ავტონომიის გადაცემა ადგილობრივი თვითმართველობისთვის, რაც ადმინისტრაციული მენეჯმენტის წახალისების წინაპირობად უნდა იქცეს.

2013 წელს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო გამოსვლაში, მოიხსენია, რომ ოსმალეთის იმპერიში, შავი ზღვის რეგიონს — ლაზისტანი[1] ეწოდებდა, ხოლო თურქეთის დამფუძნებელი პარლამენტი, სამხრეთ და აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონს — ქურთისტანს უწოდებდა. მისი გამოსვლა, რომელიც ოსმალეთის პროვინციულ-ადმინისტრაციულ მოდელს ეხებოდა, მალევე კრიტიკის საგნად და სხვადასხვა ინტერპრეტაციების გავრცელების საშუალებად იქცა, საზოგადოების ნაწილის აზრით, ერდოღანის მსგავსი განცხადება, ფედერალური სისტემის დანერგვას გულისხმობდა. ერდოღანმა სცადა ნაციონალისტურად განწყობილ პუბლიკაში არსებული გაუგებრობის განმუხტვა და მათ შეახსენა ოსმალეთის იმპერიაში არსებული ავტონომიური პროვინციების არსებობის პრეცედენტი და დასძინა, რომ ოსმალეთის ეპოქაში არსებობდა ქურთისტანის და ლაზისტანის ეიალითები.[2] მისი აზრით, „ძლიერ თურქეთს არ უნდა აფრთხობდეს შტატების სისტემა“,[3] ავტონომიური თვითმართველობები თურქეთის შემადგენლობაში შესაძლებელია და ის თურქეთის სახელმწიფოს სიძლიერის წყაროდ უნდა იქცეს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება