გულთვათის ეკლესია

გულთვათის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თურქეთში.

ნაგებობის დიდი ნაწილი თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული, თუმცა ჩვენამდე მოღწეული ნაშთების მიხედვით შეიძლება მის გეგმაზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, შვერილი აბსიდით. გეგმარებით და სამშენებლო წყობით ესადაგება ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციის სახელოვნებო ფორმას. ციხის კედლები და ეკლესია, როგორც ჩანს, ერთი და იგივე პერიოდისაა. მოხილვისა და ფოტოფიქსაციის დონეზე, კომპლექსი შეიძლება VI საუკუნის II ნახევრითა და VII საუკუნით დათარიღდეს. რაც შეეხება კარიბჭის თავდაცვით ნაწილს, კოშკებს შორის მოქცეულ კარი სავსებით შეესაბამება ადრე ბიზანტიური ფორტიფიკაციის ლოგიკას.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა შვერილი აბსიდით, თუმცა გარე ბმაში დარბაზის აბსიდასთან შეუღლების არე გამოყოფილი არაა და ამით ძალიან წააგავს ადრეულ სირიულ დარბაზულ ეკლესიებსა და ბაზილიკებს, ეგრეთწოდებულ რეგიონალურ ტიპებს. მისი ძირითადი მახასიათებელია რიყის ქვით მოპირკეთებული ნახევარწრიული აბსიდა. ეს წყობა ძალიან გვაგონებს რომაულ, რიყის ქვით ამოყვანილ სტილს. ისევე როგორც ეკლესიის აბსიდის კეხი, ცენტრალური სარკმელიდა აბსიდის შიდა სივრცეში 40 სანტიმეტრის სიგანის პრესბიტერიუმის მოდელი. ეკლესიის სიგრძე 10 მეტრია ,ხოლო სიგანე 4,10 მეტრი. მისი კედლები საშუალოდ 80 სანტიმეტრის სისქისაა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 59 ISBN 978-9941-0-6458-6.