მთავარი მენიუს გახსნა

თურქეთის პრეზიდენტი (თურქ. Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanı) — თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაური. პრეზიდენტი დიდწილად საზეიმო ხასიათის ფუნქციებს ატარებს, მაგრამ აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციაც. ამ რანგში, პრეზიდენტი წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკას და თურქი ერის ერთიანობას, ისევე, როგორც უზრუნველყოფს თურქეთის კონსტიტუციის დაცვას, ასევე სახელმწიფო ორგანოების ორგანიზებულად და ჰარმონიულად ფუნქციონირებას. კონსტიტუციის 101-დან 106-მდე სტატიებში დადგენილი ყველა მოთხოვნა პრეზიდენტისადმი, საარჩევნო საკითხებში, ასევე მისი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. თურქეთის პრეზიდენტის პოსტი შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებსთან ერთად 1923 წლის 29 ოქტომბერს. თურქეთის პრეზიდენტი, ხშირად არაოფიციალურად მოხსენიებულია, როგორც „Reis-i Cumhur“, რაც ნიშნავს „ხალხის პრეზიდენტი“.[1][2] მიმდინარე თანამდებობის პირი არის თურქეთის მე-12 პრეზიდენტი — რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2014 წლის 28 აგვისტოდან.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanı
Flag of the President of Turkey.svg
თურქეთის პრეზიდენტის დროშა
Emblem of the President of Turkey.svg
თურქეთის პრეზიდენტის გერბი
მიმართვის სტილი მისი აღმატებულება
რეზიდენცია თურქეთის პრეზიდენტის სასახლე, ანკარა, თურქეთის დროშა თურქეთი
ვადის ხანგრძლივობა 5 წელი, ზედიზედ ორი ვადით
დაარსდა 29 ოქტომბერი 1923
პირველი თანამდებობაზე ქემალ ათათურქი
საიტი თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი

მცხოვრები ყოფილი პრეზიდენტებირედაქტირება

პრეზიდენტი (Cumhurbaşkanı) პერიოდი დაბადების თარიღი
აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი 20002007 13 სექტემბერი, 1941 (1941-09-13) (78 წლის)
აბდულა გიული 20072014 29 ოქტომბერი, 1950 (1950-10-29) (68 წლის)

კვალიფიკაციარედაქტირება

იმისათვის, რომ კანდიდატი გახდეს თურქეთის პრეზიდენტად, უნდა ჰქონდეს დაასრულებული უმაღლესი განათლება და მინიმუმ ორმოცი წლის ასაკი.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა გაწყვიტოს თავისი ურთიერთობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თავის პოლიტიკურ პარტიასთან და მისი, როგორც თურქეთის პარლამენტის წევრობა უნდა შეწყდეს.

არჩევნებირედაქტირება

პრეზიდენტის არჩევნები უნდა დაიწყოს მინიმუმ 30 დღით ადრე, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის ვადა იწურება ან 10 დღის განმავლობაში, პრეზიდენტის პოსტის ვაკანტურობიდან, და უნდა დასრულდეს 30 დღის განმავლობაში არჩევნების დასაწყისიდან. კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ პარლამენტის ბიუროში პირველი 10 დღის განმავლობაში და არჩევნები უნდა დასრულდეს, დარჩენილი 20 დღის განმავლობაში.

ადრე, პრეზიდენტს ირჩევდნენ თურქეთის პარლამენტის წევრები. 2007 წელს შემუშავდა ახალი წესი, რომლის თანახმად მომავალ პრეზიდენტს აირჩევენ მოქალაქეები, პირდაპირი ხმის მიცემის მეშვეობით. პრეზიდენტი შეიძლება იყოს თურქეთის პარლამენტის წევრი ან საერთოდ თურქეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თურქეთის პრეზიდენტების სიარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება