ევროლიგა
1958 წელს ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ წინადადებით ფიბა-მ დააწესა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი, რომლის გამარჯვებულიც ჯილდოვდებოდა პრიზით - „ვერცხლის კალათი“. გათამაშების სისტემა მრავალჯერ შეიცვალა. 1958 - 1965 წლებში გუნდები თამაშობდნენ ოლიმპიური სისტემით, 1966-1976 წლებში მეოთხედფინლიდან იქმნებოდა ჯგუფები, რომლის გამარჯვებულებიც შემდეგ ოლიმპიური სისტემით აგრძელებდნენ ბრძოლას პრიზისათვის. 1977 წლიდან გუნდები პირველ და მეორე ეტაპზე ჯგუფებში ხვდებოდნენ ერთმანეთს და მეორე ეტაპის ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთში არკვევდა თასის მფლობელს.
2000 წლამდე ტურნირს ხელმძღვანელობდა ფიბა. 2000/2001 წლების სეზონის წინ ფინანსური პრობლემების გამო სტარტი აიღო ორმა ტურნირმა: ფიბას ,, სუპროლიგამ’’ და ახლად შექმნილი ულების (Union des Ligues Européennes de Basket) ,, ევროლიგამ’’. კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდა და წაგებული, როგორც ფინანსური , ისე სპორტული თვალსაზრისით ფიბა დარჩა. 2008/2009 წლების სეზონიდან მხარეები შეთანხმდნენ და ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირს ულები-ევროლიგა დაერქვა. გუნდები ჯერ ორ ეტაპზე ჯგუფებში არკვევენ ოთხ უძლიერესს, რომლებიც შემდგომ ერთ ქალაქში ოლიმპიური სისტემით ათმაშებენ მთავარ პრიზს.
საბჭოთა პერიოდში ამ ტურნირში სამჯერ მონაწილეობდა თბილისის ,,დინამო’’:
- 1959/1960 წლების გათამაშებაში დინამოელებმა პირველ წრეში დაამარცხეს ბუქარესტის ასა (83-87, 90-68), მეოთხედფინალში - პლოვდივის ,,აკადემიკა’’ (76-64, 72-69), ნახევარფინალში - ვარშავის ,,პოლონია’ (88-65, 64-61) და ფინალში დამარცხდნენ რიგის არმიელებთნ (51-61, 62-69).
- 1961/1962 წლების გათამაშებაში დინამოელებმა პირველ წრეში დაამარცხეს ბუქარესტის ,,სტიაუა’’ (77-76, 82-77), მეოთხედფინალში - სტამბოლის ,,დარუშაფაქა’’ (75-71, 77-62), ნახევარფინალში - მოსკოვის ცსკა (75-71, 77-66), ხოლო ფინალში დაამარცხეს მადრიდის ,,რეალი’’ (90-83).
დინამოელთა შემადგენლობა ფინალურ მატჩში: ლევან მოსეშვილი (3 ქულა), გურამ მინაშვილი (9), ილარიონ ხაზარაძე (2), რევაზ გოგელია, ვალერი ალთაბაევი (17), ანზორ ლეჟავა (16), ლევან ინწკირველი (3), ვლადიმერ უგრეხელიძე (14), ალექსანდრე კილაძე (14), ალექსანდრე პეტროვი (12), ამირან სხიერელი. გუნდს წვრთნიდა - ოთარ ქორქია.
გამარჯვებულები და ფინალისტები
რედაქტირება
შენიშვნა: 1. 2000/2001 სეზონში ჩატარდა ორი ტურნირი.
2. გუნდებს რომლებსაც უწერიათ ორი ქვეყანა (მაგ. სსრკ, ლატვია), პირველი ნიშნავს იმ ქვეყანას რომელსაც წარმოადგენდა გუნდი მოცემულ წელს, ხოლო მეორე - ქვეყანას რომელასაც გუნდი წარმოადგენს დღევანდელ დღეს
ლიტერატურა
რედაქტირება- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
- Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official Web Site FIBA Europe
- Sports123 დაარქივებული 2014-01-17 საიტზე Wayback Machine.
- შედეგების არქივი