ანზორ ლეჟავა (დ. 3 სექტემბერი, 1936, აბაშა — გ. 20 მარტი, 1997) — ქართველი სპორტსმენი (კალათბურთი), სსრკ ჩემპიონატების ოთხგზის მეორე (1959, 1960, 1961, 1969) და მესამე პრიზიორი (1965), სსრკ თასის მფლობელი (1969), სსრკ სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი. თამაშობდა თბილისის „ნაუკაში“, „ბურევესტნიკში“ (1954-1958) და თბილისის „დინამოში“ (1959-1972), მიწვეული იყო სსრკ ნაკრებში (1963). მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1963, ბრაზილია).

ძირითადი შედეგები რედაქტირება

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
კალათბურთი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი 1962  
კალათბურთი
 
ბრაზილია
მსოფლიო ჩემპიონატი 1963  

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება