გურამ ვარლამის ძე მინაშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1936, თბილისი — გ. 1 მარტი, 2015, თბილისი) — ქართველი კალათბურთელი. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). საპატიო ნიშნის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.

გურამ მინაშვილი

გურამ მინაშვილი
გამთამაშებელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 25 ნოემბერი 1936
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
გარდაიცვალა 1 მარტი, 2015 (79 წლის)
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 186 სმ
წონა 84 კგ

ბიოგრაფია

რედაქტირება

1962 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. მაირანოს სახელობის, თასის გათამაშების (იტალია) საუკეთესო მოთამაშე (1958). 1957–1964 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 1959, 1963), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1953), სამგზის მეორე (1959, 1960, 1961) და მესამე (1965) პრიზიორი. 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც რომში ჩატარდა, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.[1] 1959 წლის სპარტაკიადის პრიზიორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე.[2]

დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გურამ მინაშვილი სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წმინდა გიორგის ხატითა და საქართველოს ეროვნული ნაკრების სამახსოვრო მაისურით დააჯილდოვა.[3]

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
კალათბურთი
 
ვროცლავი, პოლონეთი
ევროპის ჩემპიონატი 1963  
კალათბურთი
 
სტამბოლი, თურქეთი
ევროპის ჩემპიონატი 1959  
კალათბურთი
 
სოფია, ბულგარეთი
ევროპის ჩემპიონატი 1957  
კალათბურთი
 
ბრაზილია
სოფლიო ჩემპიონატი 1963  
კალათბურთი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი 1962  
კალათბურთი
 
რომი, იტალია
ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960  

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
  2. გურამ მინაშვილი. საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-04. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
  3. გოჩა კაჭარავა. (27 ნოემბერი, 2011) გურამ მინაშვილი — მსოფლიოს „უგვირგვინო“ ჩემპიონი. მსოფლიო სპორტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022