შანლიურფა (თურქ. Şanlıurfa) ასევე ცნობილია ურფას სახელით — ქალაქი თურქეთში, სამხრეთ ანატოლიის რეგიონში, შანლიურფის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 1980 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 148 ათასი მცხოვრები, 2012 წლის აღწერის მონაცემებით კი — 526 247. ქალაქის ფართობი 3 668,76 კმ²-ია.

ქალაქი
შანლიურფა
Şanlıurfa
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია შანლიურფა
კოორდინატები 37°09′30″ ჩ. გ. 38°47′30″ ა. გ. / 37.15833° ჩ. გ. 38.79167° ა. გ. / 37.15833; 38.79167
ფართობი 3 668,76 კმ²
ცენტრის სიმაღლე 515 მეტრი
მოსახლეობა 526 247 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 414
საფოსტო ინდექსი 63000
საავტომობილო კოდი 63
ოფიციალური საიტი salniurfa.bel.tr
შანლიურფა — თურქეთი
შანლიურფა

შანლიურფა საკუთარი პროვინციის ზუსტად ცენტრში მდებარეობს. შესაბამისად, იგი არ ესაზღვრება არც ერთ პროვინციას. თუმცა, ესაზღვრება საკუთარი პროვინციის რვა ქალაქს: ბიოზოვას, ჰილვანს, სივერექს, ვირანშეჰირს, ჯეილანფინარს, ჰარანს, აქჩაქალესა და სურუჩს. ქალაქ შანლიურფას და მთელი პროვინციის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ეროვნებით ქურთი. ქურთების გარდა შანლიურფაში, აგრეთვე ცხოვრობენ თურქები, ებრაელები და სომხები. არის საავტომობილო გზების კვანძი, მოქმედებს აეროპორტი, განვითარებულია კვების მრეწველობა და ვაჭრობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება