მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)

(გადამისამართდა გვერდიდან მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი)

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ინგლ. Metropolitan Museum of Art) — მსოფლიოს უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელოვნების მუზეუმთაგანია, მდებარეობს მანჰეტენზე ცენტრალური პარკის დასავლეთ კუთხეში, ნიუ-იორკი, აშშ. მას ასევე ეკუთვნის შენობათა კომპლექსი “კლასტერები” ფორტ ტრიონის პარკში ჰუძონის პირას მანჰეტენის კუნძულის ჩრდილოეთ ბოლოში და მასში შუასაუკუნეების ხელოვნებაა განთავსებული.

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)
ინგლ. Metropolitan Museum of Art
40°46′46″ ჩ. გ. 73°57′48″ დ. გ. / 40.77944° ჩ. გ. 73.96333° დ. გ. / 40.77944; -73.96333
დაარსდა წ.
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა მანჰეტენი[1]
ოფიციალური საიტი https://www.metmuseum.org/
Map
მუზეუმის მთავარი ჰოლი

მუზეუმი გაიხნა 1872 წლის 20 თებერვალს. მისი დამფუძნებელი სუპერინტენდანტი იყო გამომცემელი ჯორჯ პალმერ პატნემი. მუზეუმის ამჟამინდელი (2005) დირექტორია ფილიპ დე მონტებელო.

მუზეუმის მასიური კოლექცია მოიცავს კლასიკურ ანტიკურ ნივთებს ბერძნულ და კვიპროსის გალერეებში და ასევე თითქმის ყველა ევროპელ ხელოვანსა და ამერიკული ხელოვნების ვრცელ კოლექციას. მუზეუმი ფლობს ასევე ეგვიპტური (დენდურის ტაძრის ჩათვლით), აფრიკული, აზიური, ოკეანიის, ახლო აღმოსავლეთის, ბიზანტიისა და ისლამური ხელოვნების ნიმუშებს. აქვე არის ცნობილი ისტორიული ინტერიერების რეპროდუქციები, ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის განთქმულ ამერიკელ არქიტექტს ფრანკ ლლოიდ ვრაიტს. იარაღისა და საჭურჭლეველის განყოფილებაში თავმოყრილია ანტიკური იარაღის ნიმუშები მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით კი ევროპიდან, იაპონიიდან, ახლო-აღმოსავლეთიდან და ამერიკიდან.

1969 წელს ბანკირი რობერტ ლემანის გარდაცვალების შემდეგ მისი ანდერძით მუზეუმმა მიიღო დაახლოებით 3.000 ხელოვნების მინუში, რომელიც გამოფენილია “რობერტ ლემანის ფრთაში” და ითვლება ყველაზე ექსტრაორდინალურ კერძო კოლექციად, რომელიც კი ოდესმე შეუგროვებიათ აშშ-ში. პრინსტონის უნივერსიტეტის გამოცემამ შეაგროვა ამ მასიური კოლექციის დოკუმენტაცია და გამოუშვა მრავალტომიან წიგნად “რობერტ ლემანის კოლექციის კატალოგები”.

მეტის ერთ-ერთი უახლესი და ყველაზე ძვირი შენაძენია დუჩის “მადონა ყრმით”, რომელიც მას $45 მილიონი დაუჯდა. ფერწერული ტილო ზომით მხოლოდ 8x11 დიუმია.

სოლომონ გუგენჰაიმისა და უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმებიც მეტის შენობის ახლომახლო მდებარეობს ე. წ. მუზეუმის მილზე (Museum Mile).

რჩეული ფერწერული ტილოები მეტში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 archINFORM — 1994.