ქირქლარელის პროვინცია

თურქეთის პროვინცია

ქირქლარელის პროვინცია (თურქ. Kirklareli ili) — პროვინცია (ილი) ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ისტორიულ–გეოგრაფიულ პროვინციაში, აღმოსავლეთ თრაკიაში, მარმარილოს ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ქირქლარელი. აღმოსავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით – ბულგარეთი, დასავლეთით ედირნე, სამხრეთით – თექირდაღი.

ადმინისტრაციული ერთეული
ქირქლარელის პროვინცია
თურქ. Kirklareli ili
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი მარმარილოს ზღვის რეგიონი
ადმ. ცენტრი ქირქლარელი
შიდა დაყოფა Babaeski, Demirköy, ქირქლარელი, Kofçaz, Lüleburgaz, Pehlivanköy, Pınarhisar და Vize
კოორდინატები 41°40′52″ ჩ. გ. 27°28′17″ ა. გ. / 41.68111° ჩ. გ. 27.47139° ა. გ. / 41.68111; 27.47139
ფართობი 6,550 კმ²
მოსახლეობა 360 860 (2018)[1] ,
344 825 (2021)[2]
სატელეფონო კოდი 288
საფოსტო ინდექსი 39000–39999
საავტომობილო კოდი 39
ოფიციალური საიტი http://www.kirklareli.gov.tr
ქირქლარელის პროვინცია — თურქეთი
ქირქლარელის პროვინცია

ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ–აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია მთიანი მასივი ისთრანჯი (უმ. მწვერვალი მაჰია – 1030 მ).

მოსახლეობა 328 ათ. ადამიანი (2000), უდიდესი ქალაქიება: ქირქლარელი, ბაბაესკი და ლიულერბუღაზი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება