ფენომენი (ბერძნ. ის, რაც მოევლინება ) — არაჩვეულებრივი, გამორჩეული მოვლენა, რომელიც იშვიათად გვხვდება.

დიდი ზომის სეტყვის მარცვალი

1) მეტეოროლოგიური მოვლენები (ან ფენომენი) — ბუნებრივი მოვლენა ან პროცესი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ადგილას ვლინდება და ხშირად აურაცხელ ზიანს აყენებს სახალხო-მეურნეობას, კომუნიკაციებს და სხვ. ზოგჯერ მოყვება მსხვერპლიც. მეტეოროლოგიური მოვლენები ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, გამოიხატება იმ ფენომენში, რომელიც დროის რომელიღაც მონაკვეთში ფიქსირდება.

წვა

მეტეოროლოგიურ გაგებაში ფენომენი შეიძლება იყოს ისეთი პროცესები, რომლებიც არაჩვეულებრივია, იშვიათია და აღსაღთქმელად რთულია. მას მიეკუთვნება: უძლიერესი სეტყვა, თევზების წვიმა, წითელი წვიმა, მოძრავი ელვა, ტორნადო, ელ-ნინიო, კატრინა და ა.შ. ასეთი უჩვეულო ფენომენები წარსულის დროიდან დღემდე მოყოლებული არაერთგზის ფიქსირდებოდა პლანეტა დედამიწაზე.

მაგ.: არის შემთხვევები, როდესაც ციდან წვიმასთან ერთად თევზი ცვივა. ერთი შეხედვით ეს აფსურდული ფენომენია (ან გამოგონილი) თუმცა მას აქვს რაციონალური ახსნა. ძლიერი ქარი ახდენს თევზის ატაცებას ცაში და გადააქვს სხვადასხვა მიმართულებით, შემდეგ ხდება ელ-ჭექი, ცა ძლიერ იღრუბლება, იწყება (როგორც წესი) თავსხმა, ძლიერი წვიმა, რომელსაც თან სდევს თევზთა ცვენა. ასეთი მოვლენები მრავალჯერ მომხდარა ჰონდურასში.

აღსანიშნავია, რომ მეტეოროლოგიურ ფენომენს ხშირად თან სდევს გამოგონილი ე.წ. ფსევდომოვლენები; მაგ.: ციდან ვარდნილი ჯვართა ცვენა.

2) ფილოსოფიური ცნება, რომელიც აღნიშნავს გრძნობად-აღქმად საგანს, ე.ი ცდისეულ მოვლენას. არისტოტელეს მიხედვით ფენომენი ილუზორულია. იმანუელ კანტის აზრით, ფენომენი არის ყველა შესაძლებელი ცდის საგანი, იგი უპირისპირდება ნოუმენს.

ედმუნდ ჰუსერლის შეხედულებით, ფენომენი ცნობიერებაში მოცემულია უშუალოდ, როგორც ინტერნაციონალური აქტის შინაარსი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 251.
  • Jeremy Bernstein, A Theory for Everything, Copernicus, An imprint of Springer-Verlag, New York, 1996, hardback, ISBN 0-387-94700-0;
  • Михайлов К. А. Феномен // Новая философская энциклопедия. — М.: Мысль, 2000. — ISBN 5-244-00961-3.