ტორნადო (ხშირად მოიხსენიება როგორც ციკლონი) — ძლიერი, საშიში, მბრუნავი ჰაერის სვეტი, რომელიც დედამიწის ზედაპირს ეხება და ღრუბლების შეჯახების დროს წარმოიქმნება. ტორნადო სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, მაგრამ, ძირიათადად, შესქელებული საკვამურის ფორმა აქვს, რომლის ვიწრო მხარეც დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავს და ხშირად მტვრის ღრუბლებს ტოვებს. ტორნადოების უმეტესობას აქვს ქარის სიჩქარე 110 მილი საათში (177 კმ) და სიგრძით დაახლოებით 80 მეტრია. სანამ გაქრება, იგი რამდენიმე კილომეტრს გაივლის. ყველაზე საშიში ტორნადოების ქარის სიჩქარე 300 მილს აღწევს საათში (480კმ) და სიგრძით 3 კმ-ია. გაქრობამდე გაივლის 10000 კმ–ს. კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანიდან მექსიკის ყურემდე გადაჭიმული ვაკეების უწყვეტი ზოლი არქტი კული და ტროპიკული ჰაერის მასების თავისუფალ გადაადგილებას უწყობს ხელს. არქტიკული ჰაერი ზოგჯერ მექსიკის ყურემდე ვრცელდება, ხოლო ტროპიკული – ასევე შეუფერხებლად ჩრდილოეთამდე აღწევს. ეს ორი, ერთმანეთისგან ტემპერატურითა და წნევით მკვეთრად განსხვავებული ჰაერის მასები კონტინენტის ვაკეებზე ძლიერ, გრიგალისებურ ქარს წარმოქმნის, რომელსაც ტორნადოს უწოდებენ.[წყარო არ არის მითითებული 101 დღე]

ტორნადო

ტორნადო უფრო ხშირია ადრე გაზაფხულსა და ზაფხულში. იგი უმეტეს შემთხვევაში იწყება, როგორც ჩვეულებრივი ჭექა-ქუხილი, რომელსაც ახლავს წვიმა ან სეტყვა. შემდეგ, რამდენიმე წუთში, ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და წარმოიქმნება მბრუნავი ჰაერის მასა.[წყარო არ არის მითითებული 101 დღე]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება