ებრაული დამწერლობა
ებრაული დამწერლობა (ებრ. אָלֶף־בֵּית עִבְרִי [Alefbet ‘Ivri]) — ანბანური კონსონანტური დამწერლობა. ამჟამად გავრცელებული ებრაული დამწერლობის ე. წ. კვადრატული დამწერლობის — გამოყენება ებრაელებმა დაიწყეს ძვ. წ. III საუკუნიდან და გამოიყენება როგორც თვით ებრაული ენისათვის, ისე ევროპული (იდიში, ლადინო) და თურქულ (ყარაიმული) ენებზე აღმოცენებული ებრაული მეტყველების გადმოსაცემად. არამეულიდან მომდინარე კვადრატულ დამწერლობამდე ებრაული ენისათვის გამოიყენებოდა ქანაანური დამწერლობა (ძვ. წ. X-II საუკუნეები). ებრაულ დამწერლობაში 22 ასოა, რომელთა რიგი და სახელწოდებანი საერთო-სემიტური წარმომავლობისაა. იწერება მარჯვნიდან მარცხნივ, გადაუბმელად. XX საუკუნემდე სიტყვის გადატანა არ ხდებოდა, რის გამოც სტრიქონის ბოლოს ზოგიერთი ასო გაჭიმულად იწერებოდა. უხმოვნო ტექსტებში ხმოვნები (განსაკუთრებით — გრძელი) ზოგჯერ გადმოიცემოდა უ̂, ჲ, ჰ თანხმოვნების ამღნიშვნელი ასოებით (ე. წ. matres lectionis). ახ. წ. VII-VIII საუკუნეებში შეიქმნა ხმოვანთა აღმნიშვნელი ნიშნების რამდენიმე სისტემა. მათგან განსაკუთრებით გავრცელდა ე. წ. ტიბერიული, რომელიც სეფარდული წარმოთქმის მიხედვით გადმოსცემს სამგვარი სიგრძის ხმოვნებს. იგივე სისტემა მოიცავს თანხმოვნის გაორკეცების, ხშულის სპირანტიზაციისა და თანხმოვნის უხმოვნობის, სიტყვის მთავარი და თანამახვილის აღმნიშვნელ ნიშნებს. კვადრატული დამწერლობის გარდა, გამოიყენება ნახევარკურსივი, ე. წ. რაში, რომელიც შუა საუკუნეებში გავრცელდა, და კურსივი, რომელსაც ამჟამად ფართოდ იყენებენ.
ებრაული დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | კონსონანტური | |
ენები: | ივრითი, იდიში, ლადანო და სხვა ებრაული ენები | |
დროის პერიოდი: | ძვ. წ. 200 - დღემდე | |
წინამორბედი დამწერლობები: | ქანაანური დამწერლობა ფინიკიური დამწერლობა არამეული დამწერლობა ებრაული დამწერლობა | |
ISO 15924 კოდი: | Hebr |
ძველი და თანამედროვე ებრაული, მათ შორის ბიბლიისა და თალმუდის არამეულის სადამწერლობო სისტემა.
ისტორია
რედაქტირებაებრაული დამწერლობა განვითარდა ფინიკიურისა და ქანაანური კონსონანტური დამწერლობებისაგან. ასოთა მოხაზულობა წინამორბედ დამწერლობებში ერთ საგანს აღნიშნავდა, ებრაულში კი ამ ნიშნებმა ბგერების მნიშვნელობები შეიძინეს (მაგალითად ב-ს 90o-ით შემობრუნებით მიიღება ფინიკიური ნიშანი, რომელიც აღნიშნავდა სახლს - ებრაულად - בית (ბაჲთ) „სახლი“). უძველესი ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. XII საუკუნეში.
უნიკოდი | კვადრატული | რაში | კურსივი | ასოთა სახელწოდება |
წარმოთქმა | ციფრობრივი მნიშვნელობა |
---|---|---|---|---|---|---|
Alef | א | 'ა̄ლეჶ | ' | 1 | ||
Bet | ב | ბე̄თ | ბ ბ (ვ) | 2 | ||
Gimel | ג | გი̄მელ | გ გ (ღ) | 3 | ||
Dalet | ד | და̄ლეთ | დ | 4 | ||
He | ה | ჰე̄ | ჰ | 5 | ||
Vav | ו | უ̂აუ̂ | უ̂ | 6 | ||
Zayin | ז | ზაჲინ | ზ | 7 | ||
Het | ח | ხე̄თ | ჰ (ხ) | 8 | ||
Tet | ט | ტე̄თ | ტ | 9 | ||
Yod | י | ჲოდ | ჲ | 10 | ||
Kaf | כ | ქა̄ჶ | ქ ქ (ხ) | 20 | ||
Final Kaf | ך | |||||
Lamed | ל | ლა̄მედ | ლ | 30 | ||
Mem | מ | მე̄მ | მ | 40 | ||
Final Mem | ם | |||||
Nun | נ | ნუნ | ნ | 50 | ||
Final Nun | ן | |||||
Samekh | ס | სა̄მეხ | ს | 60 | ||
Ayin | ע | ჸაჲდინ | ჸ | 70 | ||
Pe | פ | ფე̄ | ფ | 80 | ||
Final Pe | ף | |||||
Tsadi | צ | ცა̄დე̄ | ს (ც) | 90 | ||
Final Tsadi | ץ | |||||
Qof | ק | კოჶ | კ | 100 | ||
Resh | ר | რე̄შ | რ | 200 | ||
Shin | ש | ში̄ნ | შ | 300 | ||
Tav | ת | თაუ̂ | თ თ | 400 |
ლიტერატურა
რედაქტირება- კ. წერეთელი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 668.