სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ინგლ. Association of Southeast Asian Nations; ASEAN) — პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაცია. მისი წევრია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 10 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობია 4,464 ათასი კმ², მოსახლეობა — 611 მილიონი. ასოციაციის შექმნას 1967 წლის ბანგკოკის ხელშეკრულებით საფუძველი ჩაუყარეს ინდონეზიამ, მალაიზიამ, ფილიპინებმა, სინგაპურმა და ტაილანდმა. 1984 წელს მათ შეუერთდათ ბრუნეი, 1995 წელს ვიეტნამი, 1997 წელს მიანმარი და ლაოსი, ხოლო 1999 წელს ამ ორგანიზაციის წევრი გახდა კამბოჯა. 1984 წლიდან მოყოლებული პაპუა ახალ გვინეას გააჩნია დამკვირვებლის სტატუსი, დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს ასევე აღმოსავლეთ ტიმორი, რომელმაც 2006 წელს წევრობაზე შეიტანა მოთხოვნა. 2009 წლის სექტემბერში წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ ეკონომიკური სივრცე, ევროკავშირის მაგალითის მიხედვით, ორგანიზაციის შემადგენლობაში დაქვემდებარებული ორგანიზაციებიც, როგორიცაა რეგიონული ფორუმი უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაოდ (ARF), თავისუფალი ვაჭრობის ზონა (AFTA) ვაჭრობის გასაძლიერებლად, ასეანის საინვეტიციო არეალი (AIA), შიდა და რეგიონსგარე ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველყოფისთვის. ასეანის წევრი სახელმწიფოები მართავენ ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც ტარდება მინისტერიალის სახით, სადაც განიხილება მომავალი წლის უპირატესობები. ასეანის ბოლო ყოველწლირი კონფერენცია გაიმართა 2014 წლის მაისის დასაწყისში მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში. ასენის დიალოგ პარტნიორები არიან ავსტრალია, ჩინეთი, ევროკავშირი, აშშ, ახალი ზელანდია, რუსეთი, იაპონია, კანადა და სამხრეთ კორეა. ასეანს 1997 წელს ჩაუვარდა მოლაპარაკება ასენი+სამი ფორმატის ჩამოყალიბებაზე რაც, გულისხმობდა ჩინეთის, სამხრეთ კორეის და იაპონიის მიერ ასეანთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას, ჩაშლის მიზეზი კი გახდა ასენაის ქვეყნების შედარებითი ჩამორჩენილობა და სამხრეთი კორეა იაპონიასთან და ჩინეთის განსხვავებული სამომავლო გეგმები. ასოციაციის 10 ქვეყნიდან 6 რესპუბლიკური მმართველობისაა, ოთხი კი მონარქიული ქვეყანაა, მათ შორის ბრუნეი აბსოლუტური მონარქიაა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია
Association of Southeast Asian Nations
აბრევიატურა ASEAN
შეიქმნა 8 აგვისტო, 1967
ტიპი intergovernmental organization, გეოპოლიტიკური საზოგადოება, regional organization და კონფედერაცია
ემსახურება რეგიონს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია
წევრები 10
ენა ინგლისური
გენერალური მდივანი ლე ლიოუნგ მინი
დამფუძნებელი (-ები) ინდონეზია, მალაიზია, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი, ტაივანი, მიანმარი, ლაოსი, ბრუნეი, კამბოჯა, ჩრდილოეთი კორეა, სამხრეთი კორეა, იაპონია, ინდოეთი, შრი-ლანკა, ბანგლადეში, ნეპალი, ბჰუტანი, პაკისტანი და ავღანეთი
მისამართი 70A Jalan Sisingamangaraja, Jakarta 12110
ტელეფონი +62-21-7262991[1] და +62-21-7243372[1]
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია რუკა
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია რუკა
https://asean.org
ქვეყანა მოსახლეობა მლნ ფართობი 1000 კვ/კმ მშპ - მლრდ $ მშპ ერთ მოსახლეზე
ინდონეზია 244,47 1,904,569 1,216,738 3592
მალაიზია 29,46 329,758 498,477 10304
ფილიპინები 95,80 299,764 424,355 2614
ვიეტნამი 90,39 331,698 320,677 1528
ტაილანდი 64,38 513,115 651,856 5678
მიანმარი 63,67 678,500 89,461 835
ლაოსი 6,38 236,800 19,200 1446
კამბოჯა 15,25 181,040 36,645 934
ბრუნეი 0,40 5,765 21,687 41703
სინგაპური 5,41 0,712 326,506 51162

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 https://asean.org/