ანდალუზიტი [ესპანური პროვინცია ანდალუსიის (ესპ. Andalucía) მიხედვით] — განცალკევებული ტეტრაედის შემცველი სილიკატური მინერალი (ორთოსილიკატი). ქიმიური შედგენილობა , ხშირად , და მინარევებით. ასეთივე შედგენილობისაა სილიმანიტი და დისტენი. კრისტალდება რომბულ სინგონიაში, კრისტალები მოგრძო პრიზმული ფორმისაა. ტკეჩადობა მესამე გვარის პრიზმის გასწვრივ — კარგადაა გამოხატული. ვარდისფერია ან ნაცრისფერი, იისფერი, წითელი, ყვითელი და მწვანე. ელვარება მინისებრი აქვს. სიმაგრე მინერური სკალით — 6.5-7.5. სიმკვრივე — 3100-3200 კგ/მ³. ცეცხლგამძლეა, მჟავა არ მოქმედებს. ანდალუზიტი ტიპობრივი მეტამორფოგენული მინერალია. გვხვდება ალუმინით მდიდარ კონტაქტურ-მეტამორფულ ქანებში, კრისტალურ ფიქლებში, მეორეულ კვარციტებში. იყენებენ ცეცხლგამძლე მასალის მისაღებად. გამჭვირვალე ანდალუზიტს ხმარობენ სანახელავო ქვად. საქართველოში გვხვდება რაჭაში, სვანეთსა და აფხაზეთში, ძირულისა და ლოქის მასივებში.

ანდალუზიტი
საერთო
კატეგორიასილიკატური მინერალი
ქიმიური ფორმულა
იდენტიფიკაცია
ფერივარდისფერია ან ნაცრისფერი, იისფერი, წითელი, ყვითელი და მწვანე
კრისტალის სინგონიარომბული
ტკეჩადობამესამე გვარის
სიმაგრე მოოსის სკალით6.5-7.5
სიმკვრივე3100-3200 კგ/მ³

ლიტერატურა

რედაქტირება