შუა ურალი (რუს. Средний Урал) — ურალის მთების ყველაზე დადაბლებული მონაკვეთი, ჩრდილოეთ განედის 56 და 59° შორის. სიმაღლე 250–500 მეტრი, ჩრდილოეთში 994 მეტრამდე (მთა სრედნი-ბესაგი). აგებულია ძირითადად გნაისებით, ამფიბოლითებით, კვარციტებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ძლიერ მოსწორებული გორები და ბექობები, დასავლეთ კალთაზე განვითარებულია კარსტი. მდინარეები მიეკუთვნება ვოლგისა (ჩუსოვაია, უფა) და ობის (ტაგილი, პიშმა, ისეტი) აუზებს. ბევრი ტბაა (განსაკუთრებით აღმოსავლეთში) — ტავატუი, ისეტის, შარტაში. ჭარბობს წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) და არყ-მთრთოლავი ვერხვის ტყეები. მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით.[1]

შუა ურალი
ხედი მწვერვალ აზოვიდან
ხედი მწვერვალ აზოვიდან
კოორდინატები: 57° ჩ. გ. 60° ა. გ. / 57° ჩ. გ. 60° ა. გ. / 57; 60
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უმაღლესი წერტილი სრედნი-ბესაგი (994 მ)
სიმაღლე 250–500 
ამგებელი ქანები გნაისები, ამფიბოლითები, კვარციტები, კირქვები, ქვიშაქვები
შუა ურალი — რუსეთი
შუა ურალი
  1. Средний Урал // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 24 (кн. 1) — М., 1976.