ტაგილი (რუს. Тагил) — მდინარე რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში; ტურის (ტობოლ-ობის აუზი) მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 414 კმ, აუზის ფართობი 10 100 კმ². სათავეს იღებს შუა ურალის აღმოსავლეთ კალთაზე; ზემოთში ჭორომიანია, ქვემოთში — დაკლაკნილი. იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. წყლის დონის წლიურ რხევათა მანძილი 3,3 მეტრია. საშუალო ხარჯი 40 მ³/წმ. იყინება ნოემბრის დასაწყისში, ლღვება აპრილის მეორე ნახევარში. მდინარეზეა ზემო ტაგილისა და ქვემო ტაგილის წყალსაცავები, ქალაქები ტაგილი და ნიჟნი-ტაგილი.[1]

ტაგილი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები სვერდლოვსკის ოლქი
ქალაქები ტაგილი, ნიჟნი-ტაგილი
მარჯვენა შენაკადები სალდა
სათავე 57°13′08″ ჩ. გ. 59°58′33″ ა. გ. / 57.21889° ჩ. გ. 59.97583° ა. გ. / 57.21889; 59.97583
შესართავი ტურა
58°31′47″ ჩ. გ. 62°28′38″ ა. გ. / 58.52972° ჩ. გ. 62.47722° ა. გ. / 58.52972; 62.47722
სიგრძე 414 კმ
აუზის ფართობი 10 100 კმ²
მდინარის სისტემა ტურატობოლიირტიშიობიკარის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 40 მ³/წმ
ტაგილი — რუსეთი
ტაგილი
ტაგილი
— სათავე, — შესართავი
ტაგილი ვიკისაწყობში
  1. Тагил // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 25 — М., 1976.