ობი
ობი (რუს. Обь; კომი ენაზე ნიშნავს „თოვლს“) — მდინარე რუსეთში, დასავლეთ ციმბირში. რუსეთის სიგრძით მეოთხე მდინარე (სიგრძე 2,962 კმ). ობს მსოფლიოში უგრძესი შესართავი აქვს. აუზის ფართობი შეადგენს 2,972,497 კმ²-ს.
ობი | |
---|---|
ობი ქალაქ ბარნაულთან | |
ქვეყანა | რუსეთი |
ქალაქები | ბარნაული, ნოვოსიბირსკი, ნიჟნივარსტოკი |
სიგრძე | 2,962 კმ |
აუზის ფართობი | 2,582,672 კმ² |
ობი ვიკისაწყობში |
ობი ორრქიანი მდინარეა. იგი ალტაის მხარეში, ქალაქ ბისკიდან 26 კმ-ის მოშორებით, ორი დიდიტოტით იწყება. მარცხენა სათავე —მდინარე კატუნი — სათავეს იღებს მყინვარისაგან ალტაის ყველაზე მაღალ მწვერვალზე — ბელუხზე. ეს ბობოქარი მთის მდინარე და მოედინება ღრმა და ვიწრო ხეობების ფსკერზე. ზაფხულობით დიდება გამდნარი მყინვარის წყლის სიუხვით, წლის სხვა დროებში კი წყალმარჩხია. შესართავთან ისიც ისევე წყალუხვია, როგორც ურალი და მტკვარი.
ობის მეორე ტოტი — ბია გამოედინება თვალწარმტაცი ტელეცის ტბიდან, რომელსაც ხალხი ალტაის ოქროს ტბას უწოდებს. კატუნის საპირისპიროდ, ბია წყნარი მდინარეა. მისი მდორე დინება მხოლოგ ალაგ-ალაგ წყდება ჩქერებისა და ჭორომების გამო.
წარმოქმნის შემდეგ, ობი მიიკლაკნება ჯერ ჩრდილოეთით და შემდეგ დასავლეთით, სანამ ის მიაღწევს 55° ჩ-ს, სადაც ის გეზს ჩრდილო-დასავლეთისკენ იღებს, შემდეგ კი კვლავ ჩრდილოეთით, სადაც წარმოქმნის 970 კმ-ის ობის ყურეს, კარის ზღვის ნაწილს.
ობს მრავალი შენაკადი აქვს, იმ ადგილამდე, სადაც ტომი ერთვის, მდინარეს ეწოდება ზემო ობი. მის მარცხენა მხარეს ირტიშამდე გადაჭიმულია ნაყოფიერი სტეპები — კულუნდა და ბარაბა.
მდინარე ინიას შესართავის ახლოს ობისორივე ნაპირზე გადაშლილია ციმბირის ყველაზე დიდი ქალაქი ნოვოსიბირსკი.
მდინარის იმ ნაწილს, რომელიც ტომსა და ირტიშის შესართავთა შორის მდებარეობს, შუა ობი ეწოდება. აქ მდინარე მოედინება ციმბირის ჭაობიან ტაიგაში. მარცხენა მხარეს გადაჭიმულ ვეებერთელა ჭაობებს ვასიუგანიე ჰქვია, ობსა და ენისეის შორის მდებარე ტერიტორიას კი ნარიმის მხარე ეწოდება.
ირტიშის შესართავიდან ქვემო ობი იწყება.
ირტიში ობის ყველაზე დიდი და წყალუხვი შენაკადია. მისი სიგრძე 4000 კმ-ზე მეტია და მისი სათავე ჩინეთში მდებარეობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- პაიკაძე ვ., „მსოფლიოს უდიდესი მდინარეები“, თბ., 1975, გვ. 39-65
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინფორმაცია და ობის აუზის რუკები დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine.