სალდა (ტაგილის შენაკადი)

სალდა (რუს. Салда) — მდინარე რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში; ტაგილის (ობის აუზი) მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 122 კმ, აუზის ფართობი 1770 კმ². სათავეს იღებს შუა ურალის აღმოსავლეთ კალთაზე. იკვებება უმეტესად თოვლის წყლით. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 4 კმ-ზე — 7,2 მ³/წმ. იყინება ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისში, ლღვება აპრილში. მდინარეზეა ქალაქები: ვერხნაია-სალდა და ნიჟნაია-სალდა.[1]

სალდა

სალდისა და ტაგილის შეერთების ადგილი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები სვერდლოვსკის ოლქი
ქალაქები ვერხნაია-სალდა, ნიჟნაია-სალდა
სათავე 57°50′10″ ჩ. გ. 60°15′39″ ა. გ. / 57.83611° ჩ. გ. 60.26083° ა. გ. / 57.83611; 60.26083
შესართავი ტაგილი
58°13′47″ ჩ. გ. 61°03′17″ ა. გ. / 58.22972° ჩ. გ. 61.05472° ა. გ. / 58.22972; 61.05472
სიგრძე 122 კმ
აუზის ფართობი 1770 კმ²
მდინარის სისტემა ტაგილიტურატობოლიირტიშიობიკარის ზღვა
სალდა (ტაგილის შენაკადი) — რუსეთი
სალდა (ტაგილის შენაკადი)
სალდა (ტაგილის შენაკადი)
— სათავე, — შესართავი
  1. Салда // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 22 — М., 1975.