სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ისეტი (მრავალმნიშვნელოვანი).

ისეტი (რუს. Исеть) — მდინარე რუსეთში, სვერდლოვსკის, კურგანისა და ტიუმენის ოლქებში; ტობოლის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 606 კმ, აუზის ფართობი 58,9 ათასი კმ². სათავეს იღებს ისეტის წყალსაცავიდან, ეკატერინბურგის ჩრდილო-დასავლეთით. ზემო წელზე მიედინება შუა ურალის აღმოსავლეთ კალთაზე, რამდენიმე ტბორისა (ვერხ-ისეტის და სხვ.) და წყალსაცავის გავლით; ცალკეულ მონაკვეთებში ჭორომიანია. დასავლეთ ციმბირის ვაკეზე მიედინება ფართო ხეობაში. იკვებება შერეულად. წყლის საშუალო წლიური ხარჯი სოფელ ისეტსკოესთან (შესართავიდან 105 კმ) 65,4 მ³/წმ-ია. იყინება ნოემბერში, ყინულძვრა აპრილის შუა ხანებში. მთავარი შენაკადებია: მიასი, ტეჩა, სინარა (ყველა მარჯვენა). ეკატერინბურგის წყალმომარაგების გეუმჯობესების მიზნით ისეტის წყლოვანების გაზრდისათვის ვოლჩიხის წყალსაცავიდან (მდინარე ჩუსოვაიაზე) არხისა (6 კმ) და მდინარე რეშეტკის მეშვეობით ხორციელდება წყლის გადასროლა ვერხ-ისეტის ტბორში. სანაოსნოა ქალაქ შადრინსკიდან. ისეტზე მდებარეობს ქალაქები: ეკატერინბურგი, კამენსკ-ურალსკი, კიტაისკი, დალმატოვო, შადრინსკი.[1][2]

ისეტი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები სვერდლოვსკის ოლქი, კურგანის ოლქი, ტიუმენის ოლქი
ქალაქები ეკატერინბურგი, კამენსკ-ურალსკი, კიტაისკი, დალმატოვო, შადრინსკი
მარჯვენა შენაკადები მიასი, ტეჩა, სინარა
სათავე ისეტის წყალსაცავი
56°57′39″ ჩ. გ. 60°24′12″ ა. გ. / 56.96083° ჩ. გ. 60.40333° ა. გ. / 56.96083; 60.40333
შესართავი ტობოლი
56°35′57″ ჩ. გ. 66°17′16″ ა. გ. / 56.59917° ჩ. გ. 66.28778° ა. გ. / 56.59917; 66.28778
სიგრძე 606 კმ
აუზის ფართობი 58,9 ათასი კმ²
მდინარის სისტემა ტობოლიირტიშიობიკარის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 65,4 მ³/წმ
ისეტი (მდინარე) — რუსეთი
ისეტი (მდინარე)
ისეტი (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
ისეტი ვიკისაწყობში
  1. Исеть // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 10 — М., 1972.
  2. Исеть // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 715.