ჩუსოვაია
ჩუსოვაია (რუს. Чусовая, ზემოთში ეწოდება პოლუდენნაია-ჩუსოვაია) — მდინარე რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქსა და პერმის მხარეში (სათავეები ჩელიაბინსკის ოლქშია), კამის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 592 კმ, აუზის ფართობი 23 000 კმ². სათავეს იღებს შუა ურალზე. ზემო დინებაში ხეობა ფართოა, შუა წელზე ან ვიწრო კანიონისებრ, ანდა უფრო ფართო დამრეცკალთებიან ხეობაში მიედინება, ქვემოთში ტიპური ვაკის მდინარეა. ჩაედინება კამის წყალსაცავის ჩუსოვაიას ყურეში. იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. წყალდიდობა იცის აპრილის შუა პერიოდიდან ივნისის შუა ხანებამდე. წყლის საშუალო ხარჯია 222 მ³/წმ, უდიდესი — 4570 მ³/წმ, უმცირესი — 8,4 მ³/წმ. ზაფხულში წვიმების შედეგად 6–7 წყალმოვარდნა იცის. იყინება ოქტომბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში, ლღვება აპრილში – მაისის დასაწყისში. ქვემო დინებაზე ახასიათებს ყინულხერგილები, რომლებიც დონეს სწევენ 2,8-მდე მეტრით. ძირითადი შენაკადებია: მარჯვენა — მეჟევაია-უტკა, სერებრიანკა, კოივა, უსვა; მარცხენა — რევდა, ლისვა. ფართოდ გამოიყენება წყალმომარაგებისათვის: ვოლჩიხის წყალსაცავიდან (37 კმ²) წყალი გადადის ვერხნეისეტის (ვერხ-ისეტის) წყალსაცავში, რომელსაც იყენებენ ქალაქ ეკატერინბურგის ამ რაიონის წყალმომარაგებისათვის. მდინარის შენაკადებზე 15 მცირე წყალსაცავია. დასაცურებელია (დაახლოებით 500 კმ). სანაოსნოა ქალაქ ჩუსოვოიდან. მის ნაპირებზეა ქალაქები: პერვოურალსკი, ჩუსოვოი. განვითარებულია ტურიზმი.[1]
ჩუსოვაია რუს. Чусовая | |
---|---|
სხვა სახელი | პოლუდენნაია-ჩუსოვაია |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | ჩელიაბინსკის ოლქი, სვერდლოვსკის ოლქი, პერმის მხარე |
ქალაქები | პერვოურალსკი, ჩუსოვოი |
მარჯვენა შენაკადები | მეჟევაია-უტკა, სერებრიანკა, კოივა, უსვა |
მარცხენა შენაკადები | რევდა, ლისვა |
სათავე |
შუა ურალი 56°09′06″ ჩ. გ. 60°20′21″ ა. გ. / 56.15167° ჩ. გ. 60.33917° ა. გ. |
შესართავი |
კამის წყალსაცავი 58°07′24″ ჩ. გ. 57°01′11″ ა. გ. / 58.12333° ჩ. გ. 57.01972° ა. გ. |
სიგრძე | 592 კმ |
აუზის ფართობი | 23 000 კმ² |
მდინარის სისტემა | კამის წყალსაცავი → კამა → ვოლგა → კასპიის ზღვა |
— სათავე, — შესართავი | |
ჩუსოვაია ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Чусовая // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 29 — М., 1978.