კამის წყალსაცავი, პერმის წყალსაცავი (რუს. Камское водохранилище) — წყალსაცავი რუსეთში, ქალაქ პერმთან, მდინარე კამაზე. ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესია.[1] წარმოქმნილია კამის ჰიდროკვანძის კაშხლით. შეივსო 1954–1956 წლებში. ფართობი 1915 კმ², მოცულობა 12,2 კმ³, სიგრძე მდინარე კამის კალაპოტის გასწვრივ 272 კმ, უდიდესი სიგანე 30 კმ-მდე, საშუალო სიღრმე 6,3 მეტრი, უდიდესი — 30 მეტრი. წყლის დონე მერყეობს 7 მეტრის ფარგლებში. ყველა ძირითადი შენაკადის — ჩუსოვაია სილვათი, ობვა, ინვა, კოსვა, იაივა, კონდასი, ჩერმოზი — შერთვის ადგილას წარმოქმნილია დიდი ყურეები სიგრძით 50-დან 140 კმ-მდე და სიგანით 10–15 კმ. კამის წყალსაცავი შეიქმნა ენერგეტიკის, წყლის ტრანსპორტის, ხე-ტყის დაცურებისა და წყალმომარაგების ინტერესებისთვის. ხორციელდება ჩამონადენის სეზონური რეგულირება. განვითარებულია თევზჭერა (კაპარჭინა, წერი, ფარგა, ქორჭილა, ნაფოტა). წყალსაცავის ნაპირებზე განლაგებულია ქალაქები: პერმი, დობრიანკა, ჩერმოზი, ბერეზნიკი, უსოლიე, სოლიკამსკი.[2]

კამის წყალსაცავი
რუს. Камское водохранилище
კოორდინატები: 58°08′ ჩ. გ. 56°21′ ა. გ. / 58.133° ჩ. გ. 56.350° ა. გ. / 58.133; 56.350
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული პერმის მხარე
სიგრძე 272 კმ
სიგანე 30 კმ
ფართობი 1915 კმ²
მოცულობა 12,2 კმ³
უდიდესი სიღრმე 30
საშუალო სიღრმე 6,3
მდინარე კამა
ჩაედინება ჩუსოვაია, სილვა, ობვა, ინვა, კოსვა, იაივა, კონდასი, ჩერმოზი
შევსების წელი 1954–1956
კამის წყალსაცავი — რუსეთი
კამის წყალსაცავი
  1. Камское водохранилище // Большая российская энциклопедия. т. 12. — М., 2008. — стр. 644.
  2. Камское водохранилище // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 11 — М., 1973.