პიშმა
პიშმა (რუს. Пышма) — მდინარე რუსეთში, სვერდლოვსკისა და ტიუმენის ოლქებში; ტურის (ობის აუზი) მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 603 კმ, აუზის ფართობი 19,7 ათასი კმ². სათავეს იღებს ურალის აღმოსავლეთ კალთებზე, მიედინება იმიერურალეთის ვაკეზე და დასავლეთ ციმბირის ვაკის დასავლეთ განაპირა მხარეს. უპირატესად იკვებება თოვლის წყლით (60%). წყალდიდობა ახასიათებს აპრილიდან მაისამდე, ზაფხულში წვიმების დროს წყალმოვარდნა იცის. წყლის საშუალო ხარჯია 34 მ³/წმ, უდიდესი — დაახლოებით 1300 მ³/წმ, უმცირესი — დაახლოებით 2 მ³/წმ. იყინება ნოემბრის პირველ ნახევარში, ყინულძვრა აპრილის მეორე ნახევარშია. გამოიყენება ხე-ტყის დასაცურებლად და სამრეწველო წყალმომარაგებისათვის. პიშმაზე მდებარეობს სამი წყალსაცავი და ქალაქები: სუხოი-ლოგი, კამიშლოვი, ტალიცა.[1]
პიშმა | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | სვერდლოვსკის ოლქი, ტიუმენის ოლქი |
ქალაქები | სუხოი-ლოგი, კამიშლოვი, ტალიცა |
სათავე | 56°57′09″ ჩ. გ. 60°34′37″ ა. გ. / 56.95250° ჩ. გ. 60.57694° ა. გ. |
შესართავი |
ტურა 57°07′03″ ჩ. გ. 66°20′11″ ა. გ. / 57.11750° ჩ. გ. 66.33639° ა. გ. |
სიგრძე | 603 კმ |
აუზის ფართობი | 19,7 ათასი კმ² |
მდინარის სისტემა | ტურა → ტობოლი → ირტიში → ობი → კარის ზღვა |
წყლის ხარჯი (მინ.) | 2 მ³/წმ |
წყლის ხარჯი (საშ.) | 34 მ³/წმ |
წყლის ხარჯი (მაქს.) | 1300 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
პიშმა ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Пышма // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 21 — М., 1975.