იმიერურალეთის ვაკე
იმიერურალეთის ვაკე (რუს. Зауральская равнина), იმიერურალეთის პენეპლენი — ვაკე რუსეთში. მოიცავს შუა და სამხრეთ ურალის აღმოსავლეთ მთისწინეთებს. სიგანე ჩრდილოეთ ნაწილში — 100 კმ-მდე, სამხრეთში — 200 კმ-ზე მეტი. სიმაღლე 200–300 მეტრია, ცალკეული მთებისა — 500–600 მეტრი. სუსტადაა დახრილი აღმოსავლეთით, ამავე მიმართულებით მიედინებიან მდინარეები პიშმა, ისეტი, მიასი და სხვ. აგებულია პალეოზოური ასაკის ამოფრქვეული, დანალექი და მეტამორფული ქანებით; ბევრია გრანიტი. იმიერურალეთის ვაკეზე მრავალი ტბაა (აიატის, სინარა, ჩებარქოლი და სხვ.). ჩრდილოეთ ნაწილში ტაიგის ტყეებია, არის ჭაობებიც, სამხრეთში — ნაირბალახიანი და კორდიან-მარცვლეულიანი სტეპები.[1]
იმიერურალეთის ვაკე | |
---|---|
კოორდინატები: 55° ჩ. გ. 62° ა. გ. / 55° ჩ. გ. 62° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 200–300 მ |
სიგანე | 100–200 კმ |
ჰიდროგრაფია | პიშმა, ისეტი, მიასი |
აგებულება | ამოფრქვეული, დანალექი და მეტამორფული ქანები |
ლანდშაფტი | ტაიგა, ჭაობი, სტეპი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Зауральская равнина // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 9 — М., 1972.