ბაკურხევი
მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ბაკურხევი, რექა — მდინარე საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 14 კმ. აუზის ფართობი 60,2 კმ². მიედინება ვიწრო ხეობაში, შესართავთან აჩენს რიყით აგებულ გამოზიდვის კონუსს. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით და მიწისქვეშა წყლით.
ბაკურხევი | |
---|---|
![]() ბაკურხევისა და გუდამაყრის არაგვის შესართავი | |
სხვა სახელი | რექა |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | დუშეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
სათავე |
კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი 42°30′03″ ჩ. გ. 44°47′52″ ა. გ. / 42.501056° ჩ. გ. 44.797778° ა. გ. |
შესართავი |
გუდამაყრის არაგვი 42°24′55″ ჩ. გ. 44°45′22″ ა. გ. / 42.415361° ჩ. გ. 44.756361° ა. გ. |
სიგრძე | 14 კმ |
აუზის ფართობი | 60,2 კმ² |
![]() ![]() |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 341.