ჭაუხი

მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭაუხი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჭაუხი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონზე, მდინარე გუდამაყრის არაგვის მარცხენა მდგენელის — ბაკურხევის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3688 მ. აგებულია ქვედაიურული თიხა-ფიქლებითა და ქვიშაქვებით. აქვს კლდოვანი, შიშველი ციცაბო კალთები. ამას გარდა, აღმოსავლეთ კავკასიონზე აღმართულია მთები: ჩრდილოეთის ჭაუხი (3842,5 მ), აღმოსავლეთის ჭაუხი (3644 მ) და დასავლეთის ჭაუხი (3496 მ).

ჭაუხი
ჩრდილოეთის ჭაუხი
ჩრდილოეთის ჭაუხი
კოორდინატები: 42°31′50″ ჩ. გ. 44°46′17″ ა. გ. / 42.53056° ჩ. გ. 44.77139° ა. გ. / 42.53056; 44.77139
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3688 
ქედი ხევის კავკასიონი
ჭაუხი — საქართველო
ჭაუხი
ჭაუხი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჭაუხი
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა რედაქტირება